კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

12 მარტი საქართველოს ეროვნული გმირის, ზურაბ იარაჯულის დაბადების დღეა

ნახვები: 454 12 მარტი საქართველოს ეროვნული გმირის, ზურაბ იარაჯულის დაბადების დღეა

საქართველოს ეროვნულ გმირს, მფრინავ ზურაბ იარაჯულს 51 წელი შეუსრულდებოდა. დღეს, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარიძეებში ზურაბ იარაჯულის დაბადების დღე აღნიშნეს.

საქართველოს თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის სამხედროებმა, ოჯახის წევრებთან და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად, ეროვნული გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი ყვავილების გვირგვინით შეამკეს. ღონისძიებას თიანეთის მუნიციპალიტეტის ოფიციალური წარმომადგენლები და ადგილობრივი მაცხოვრებლები დაესწრნენ.

სამხედრო მფრინავი აფხაზეთის ომში გმირულად დაიღუპა. ზურაბ იარაჯულს, რომელმაც ტყვეობას გმირული სიკვდილი ამჯობინა, 2013 წელის 19 სექტემბერს, საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების დღეს, საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. უფროსი ლეიტენანტი იარაჯული ასევე დაჯილდოებულია, სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით. დაკრძალულია თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ იარაჯულების სასაფლაოზე.

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა