პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

ანდრია ჯაღმაიძე - გარკვეული „არაკორექტული გამოსვლები, ემოციური კომენტარების“ მიუხედავად ეპისკოპოსებს შორის დაპირისპირება არ არის

ნახვები: 363 ანდრია ჯაღმაიძე - გარკვეული „არაკორექტული გამოსვლები, ემოციური კომენტარების“ მიუხედავად ეპისკოპოსებს შორის დაპირისპირება არ არის

დღევანდელი სინოდი, შეიძლება ითქვას, იყო ერთსულოვანი და ორიენტირებული იმაზე, სამაგალითო და სანიმუშო იქნება არჩევნები, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, გარკვეული „არაკორექტული გამოსვლები, ემოციური კომენტარების“ მიუხედავად ეპისკოპოსებს შორის დაპირისპირება არ არის.

„საზოგადოება მიჩვეულია საერო არჩევნებს და იქ მომხდარ დაპირისპირებებს, სინოდში ასეთი რამ არ ხდება. იყო გარკვეული არაკორექტული გამოსვლები, ემოციური კომენტარებიც, მაგრამ მიუხედავად ამისა, დღევანდელი სინოდი, შეიძლება ითქვას, იყო ერთსულოვანი და ორიენტირებული იმაზე, რომ როგორც აქამდე, ღირსეულად ტარდებოდა სინოდი იქნებოდა თუ სხვა პროცესები, ასევე სამაგალითო და სანიმუშო იქნება ეს არჩევნებიც. ეს იყო მათი სულისკვეთება, ხოლო მცდელობები, რომ ერთმანეთში დაპირისპირება წარმოაჩინონ, არარეალურია“, - განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე გამოეხმაურა დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსის, ზენონ იარაჯულის განცხადებას, რომ საპატრიარქოში არაფორმალური ე.წ. „ენდემოსას სინოდი“ არსებობს.

მამა ანდრია აცხადებს, რომ საპატრიარქოს ყოველი ნაბიჯი და გადაწყვეტილება კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან თანხმდებოდა.

„საპატრიარქოში კათოლიკოს-პატრიარქის მმართველობის პერიოდში არცერთი ნაბიჯი არ გადადგმულა და განცხადება არ გაკეთებულა მასთან შეუთანხმებლად. ასეთი კონსპირაციები გვესმის და შეიძლება მასაც უთხრა ვიღაცამ, მაგრამ რეალურად ასეთი რამ არ ხდება“, - განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

რაც შეეხება მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის, იობ აქიაშვილის დიპლომის დაკარგვის საკითხს, მამა ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ზედმეტი აჟიოტაჟი იყო, რადგან დაკარგული დიპლომის აღდგენა სრულიად შესაძლებელია.

„დიპლომის მოპარვასთან დაკავშირებით ზედმეტი აჟიოტაჟი იყო, დაიკარგა ეს დიპლომი თუ მოიპარეს. ჩვენ ხომ ყველას გვესმის, რომ დიპლომი არ არის ცარიელი ყდები და ფურცელი, ეს არის არქივში ჩანაწერები. ადამიანი რომ კარგავს პირადობის მოწმობას თუ მართვის მოწმობას, ამის აღდგენა სრულიად შესაძლებელია და ახლიდან არ აბარებინებენ გამოცდას“, - განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა