კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

სამართალდამცავთა ჯგუფი დაკავებულებს ფიზიკურად გაუსწორდა

ნახვები: 328 სამართალდამცავთა ჯგუფი დაკავებულებს ფიზიკურად გაუსწორდა

გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში, პოლიციამ, სავარაუდოდ, 2 ადამიანი დააკავა. აღნიშნულის ამსახველ კადრებს სოციალურ ქსელში „ქართლის ამბები“ ავრცელებს.

ამასთან, კადრებში ჩანს, რომ სამართალდამცავთა ჯგუფი დაკავებულებზე ფიზიკურად ძალადობენ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. კომბინატის დასახლებაში შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, სერგი ბზიშვილიც იმყოფებოდა. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ დაკავებულს ჰქონდა ცივი იარაღი.

სხვა დეტალების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება, მათ შორის უცნობია, რა გახდა ორი პირის დაკავების მიზეზი.

„ინტერპრესნიუსი“ მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროსგან კომენტარს ელოდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა