კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

რას მოჰყვა გორში პოლიციელებთან შელაპარაკება, რის შემდეგაც ორ ადამიანს ფიზიკურად გაუსწორდნენ

ნახვები: 339 რას მოჰყვა გორში პოლიციელებთან შელაპარაკება, რის შემდეგაც ორ ადამიანს ფიზიკურად გაუსწორდნენ

ერთ-ერთი პირი ყვება, რას მოჰყვა გორში, პოლიციელებთან შელაპარაკება, რის შემდეგაც მას და მის მეგობარს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

როგორც ლაშა აბისონაშვილი აცხადებს, შელაპარაკება მას შემდეგ დაიწყო, რაც სამსახურიდან შესვენებაზე გამოსულ მის მეგობარს, პოლიციელების მანქანა დაედევნა.

ლაშა აბისონაშვილის თქმით, ის მეგობრის დახმარებას ცდილობდა, თუმცა ფიზიკურად მასაც გაუსწორდნენ.

„მე და ჩემი ძმაკაცი გვცემეს მაგრად. მანქანა „მიუშვეს“, ამას შელაპარაკება მოჰყვა და მაგრად სცემეს. ვაშველებდი და შემდეგ მეც მცემეს. 28-29 წლისაა ჩემი მეგობარი, სამსახურში, შესვენებაზე იყო გასული და შემდეგ სამსახურში მიდიოდა ფეხით. ეს საუბარი იყო: „რატომ მომიშვიო [მანქანა]“. ჩხუბი რომ დაიწყო, შემდეგ მივედი. მხოლოდ ჩვენ ორი ვიყავით. არ ვიცი მიზეზი,[რატომ სცემეს]. დარწმუნებული ვარ, მანაც არ იცის. არ ედო ბორკილები [ფიზიკური დაპირისპირებისას]. მე თავზე, ასევე, ფეხზე მაქვს დაზიანება. თუ მეც დამნაშავე ვიყავი, რატომ გამომიშვეს?“ - განაცხადა ლაშა აბისონაშვილმა.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ერთ-ერთ მათგანს ცივი იარაღი ჰქონდა, ლაშა აბისონაშვილი აღნიშნულს უარყოფს.

„ჩხუბის შემდეგ გამიშვეს. ალბათ, პოლიციაშია გადაყვანილი ჩემი მეგობარი. ჩემი აზრით, ძალიან ცუდად იქნება. არ მინახავს, ყველა სცემდა ვინც მოვიდა. თავიდან თითქოს განეიტრალება მიდიოდა. ვინც მოვიდა, ყველამ ძალა იხმარა.

ამ ყველაფერს შემთხვევით შევესწარი. ჩემი დაკავება არც უნდოდათ, ეს გაუშვითო. სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენეს. მაგინებდნენ...

ჩემს მეგობარს არასდროს ჰქონია რაიმე კონფლიქტი. ჩემმა მეგობარმა თქვა, მანქანა მომიშვა და ხელი გამომიქნიაო. ალბათ, უთხრა, [ჩემმა მეგობარმა] რას აკეთებო. ასევე, მან უთხრა, „საქართველოს ბანკში“ ვმუშაობ, ადვოკატს დავურეკავო და მაგაზე უფრო გახდნენ აგრესიულები“, - განაცხადა ლაშა აბისონაშვილმა „ქართლის ამბებთან“.

ცნობისთვის, გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში 2 პირს სამართალდამცავთა ჯგუფი ფიზიკურად დღეს გაუსწორდა. აღნიშნულის ამსახველ კადრებს სოციალურ ქსელში „ქართლის ამბები“ ავრცელებს. თავის მხრივ, პროკურატურამ პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა