კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ბენ ჰოჯესი - უკრაინას ყირიმის გასათავისუფლებლად საჭირო რესურსები აქვს

ნახვები: 329 ბენ ჰოჯესი - უკრაინას ყირიმის გასათავისუფლებლად საჭირო რესურსები აქვს

ოკუპირებული ყირიმის გასათავისუფლებლად, უკრაინამ ის იზოლაციაში უნდა მოაქციოს და რუსებისთვის ნახევარკუნძულზე დარჩენა შეუძლებელი გახადოს, - ამის შესახებ ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილმა მეთაურმა ბენ ჰოჯესმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„პირველი ფაზა ყირიმის გათავისუფლებამდე მისი იზოლირება, ძანკოისკენ მიმავალი გზის გადაკეტვა და ხიდის განადგურებაა. მეორე ფაზაა, რომ ის გამოუსადეგარი გახდეს, რომ რუსებისთვის მისი გამოყენება შეუძლებელი იყოს“, - აღნიშნა ბენ ჰოჯესმა.

ის მიიჩნევს, რომ უკრაინას, რომელსაც მაღალი სიზუსტის იარაღი აქვს, შეუძლია ყირიმის ყველა კვადრატულ მეტრზე დარტყმა. ამიტომ, ჰოჯესის თქმით, აუცილებელია აეროდრომებზე, ფლოტის ნარჩენებზე, ლოჯისტიკასა და ომში ჩართულ სხვა სამიზნეებზე დარტყმების გაგრძელება, რათა რუსებმა გაიგონ, რომ იქ დარჩენა არ შეუძლიათ და რომ ყირიმი მათ არანაირ სარგებელს არ მოუტანს.

ჰოჯესმა ხაზი გაუსვა ყირიმისკენ მიმავალი გზების, როგორც ძანკოისკენ მიმავალი გზის, ასევე ქერჩის ხიდის გადაკეტვის მნიშვნელობას, რასაც „უზარმაზარი ფსიქოლოგიური ზემოქმედება“ აქვს.

„ქერჩის ხიდი უკვე დაზიანებულია. ეს დაუცველი ადგილია, მაგრამ ასევე უზარმაზარი ფსიქოლოგიური გავლენა აქვს. სანამ ეს ხიდი დგას, მშვიდობის საბოლოოდ მიღწევის შემდეგაც კი, ის უკრაინისთვის აზოვის ზღვაზე გასასვლელად დაბრკოლებად დარჩება. ამიტომ, ეს ხიდი ადრე თუ გვიან ჩამოიშლება“, - აღნიშნა ბენ ჰოჯესმა.

ამასთან, მისი თქმით, მეტ დროს და ძალისხმევას მოითხოვს ის, რომ რუსებს გასვლა აიძულონ.

ჰოჯესი თვლის, რომ ეს მოხდება ერთიანი ძალისხმევით რუსეთის ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად შორ მანძილზე მოქმედი, მაღალი სიზუსტის იარაღის გამოყენებით.

„ჯერ კიდევ მჯერა, რომ ყირიმი ამ ომის ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილია, ამ ომის ცენტრალური წერტილი. ის, ვინც ყირიმს აკონტროლებს, ომს იგებს. ვერ წარმომიდგენია ომის დასრულება და გრძელვადიანი, მდგრადი მშვიდობის მიღწევა, თუ რუსეთი ყირიმის კონტროლს გააგრძელებს“, - განაცხადა ჰოჯესმა.

მან განმარტა, რომ სანამ რუსეთი ყირიმს აკონტროლებს, უკრაინა ვერასდროს შეძლებს აზოვის ზღვაზე წვდომას ან მარიუპოლის და ბერდიანსკის აღდგენას.

„რა თქმა უნდა, რუსეთს მაინც შეუძლია ხელი შეუშალოს, მაგალითად, ოდესიდან ან ნიკოლაევიდან გადაზიდვებს. ამიტომ, ყირიმის საკითხი უნდა გადაწყდეს“, - აღნიშნა ჰოჯესმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა