პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე რუსეთის პრეზიდენტმა გერმანიის ლანძღვიას მნიშვნელოვანი დრო დაუთმო, მშინ როდესაც საკუთარ შვილებს გერმანულად ესაუბრება და გერმანული დისციპლინით ზრდის, - აცხადებს ეკონომიკისპროფესორი,გერმანიისქრისტიანულ-დემოკრატიულიკავშირისწევრი არჩილ იაკობაშვილი.
"მთელი მსოფლიოს ყურადღება პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე პუტინის გამოსვლისკენ იყო მიმართული, მაგრამ თავად დაარღვია დღის წესრიგი.
დაგვიანების ოფიციალური მიზეზი: ფორუმის ყველა მონაწილის კორონაზე ტესტის შედეგები ჯერ არ შემოსულა, რის გამოც მწვანე შუქი უსაფრთხოების სამსახურიდან არ აქვს.
სამაგიეროდ, გვერდით ოთახში ჩაატარა საერთაშორისო პრესკონფერენცია, რომლისთვისაც გამოყოფილი იყო ერთი საათი, მაგრამ დაასრულა სამ საათში, რომლიდანაც ორი საათი დაუთმო გერმანიის შეურაცხყოფას.
როგორც ჩანს, ვეღარ მოითმინეს გერმანელებმა და საღამოს "ბილდმა" საჯარო გახადა პუტინის, მისი ორი მცირეწლოვანი ვაჟის და მათი გერმანელი აღმზრდელების ურთიერთმიმოწერები, რომლის მიხედვით "ბახის რაფსოდიის შემდეგ ბეთჰოვენის მე-5 სიმფონიის სწავლა უნდა დაიწყოო."
საკუთარ შვილებს ესაუბრება მხოლოდ გერმანულად.
როცა სხვის შვილებს საზარბაზნე ხორცად აგზავნის უკრაინაში სასაკლაოზე, საკუთარი შვილები თურმე უნდა გაიზარდონ გერმანული დისციპლინით, გერმანულ კლასიკურ მუსიკაზე (ვითომ ჩაიკოვსკი ბეთჰოვენზე ნაკლები კლასიკოსი იყოს), და არ აკლებს გერმანულ განათლებას", - აცხაებს იაკობაშვილი