საკონსტიტუციო სასამართლომ ნიკა გვარამია და მაია კოპალეიშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
მეუფე იობის ქადაგება - ახალი სიმართლე თუ ძველი სიმართლის დაგვიანებული აღიარება?
ნოდარ ჩაჩუა: ჩემი მეუღლე მძევლად ჰყავთ აყვანილი და ჩემგან სხვა პირების წინააღმდეგ ჩვენების მიცემას მოითხოვენ
23 წლის სტიქაროსნის საქმეზე სამი პოლიციელი დააკავეს – ადვოკატის განცხადებით, მათ დევნის ოპერაცია დამალეს და ცრუ ჩვენება მისცეს
Bloomberg: რუსული დიზელით დატვირთულმა ტანკერმა აშშ-ში მყიდველი ვერ იპოვა და უკან გაბრუნდა
ზელენსკი: პუტინი სხვა რეალობაში ცხოვრობს და ამერიკელებს ეტყვის, რომ უკრაინის აღმოსავლეთის დასაკავებლად ერთი-ორი თვე სჭირდება
მიტროპოლიტი იობი: ამ ხელისუფლებამ თავისი შესაძლებლობები სრულად ამოწურა, განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ
ბერდია სიჭინავა: საკონსტიტუციო სასამართლომ საკუთარი რეგლამენტი უარყო და მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპი პროცესიდან ამოაგდო

დონალდ ტრამპი - ირანი დათანხმდა, რომ ბირთვული იარაღი არასდროს ექნება

ნახვები: 354 დონალდ ტრამპი - ირანი დათანხმდა, რომ ბირთვული იარაღი არასდროს ექნება

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანი დათანხმდა, რომ ბირთვული იარაღი არასდროს ექნება.

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ყალბია გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მისი ადმინისტრაცია ირანისთვის 300 მილიარდი დოლარის ოდენობის ფონდის შექმნას განიხილავს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უარყო ინფორმაცია, რომ მისი ადმინისტრაცია ირანისთვის 300 მილიარდი დოლარის ოდენობის ფონდის შექმნას განიხილავს.

„ირანი დათანხმდა, რომ არასდროს ექნება ბირთვული იარაღი. ასევე, ინფორმაცია, რომ აშშ ირანს 300 მილიარდ დოლარს უხდის – ეს ყალბია, დემოკრატების მიერ გავრცელებული“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

„სიენენი“ აშშ-ის მთავრობის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იტყობინება, რომ გაყინული აქტივების გათავისუფლება, სანქციების შემსუბუქება და 300 მილიარდი დოლარის ოდენობის სარეკონსტრუქციო ფონდის საკითხი ირანთან მოლაპარაკებების დღის წესრიგში შედის.

ამასთან, მისი თქმით, ინფორმაცია, რომ ვაშინგტონი ირანისთვის 300 მილიარდი დოლარის მოცულობის ფონდის შექმნას განიხილავს, სიმართლეს არ შეესაბამება.

„ირანი დათანხმდა, რომ არასდროს ექნება ბირთვული იარაღი! ასევე, ამბავი, რომ აშშ ირანს 300 მილიონ დოლარს გადაუხდის, არის ყალბი ამბავი, რომელიც დუმოკრატებმა გაავრცელეს!!!“- დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა