გიორგი სიორიძე: „ქართული ოცნება“ პარტიების აკრძალვით ოპოზიციის გაქრობასა და დიქტატურის გაფორმებას ცდილობს
ევა გოცირიძე „ქართულ ოცნებას“: თქვენი სტანდარტით, საქართველოში ათზე მეტი პარტია შეიძლება არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს – რამდენად შეესაბამება ეს პოლიტიკურ პლურალიზმს?
დავით არახამია: აბუ-დაბის მოლაპარაკებები ერთ-ერთი ყველაზე რთული იყო, თუმცა ახალ წლამდე გამოსავლის პოვნის იმედი გვაქვს
საკონსტიტუციო სასამართლომ ნიკა გვარამია და მაია კოპალეიშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
მეუფე იობის ქადაგება - ახალი სიმართლე თუ ძველი სიმართლის დაგვიანებული აღიარება?
ნოდარ ჩაჩუა: ჩემი მეუღლე მძევლად ჰყავთ აყვანილი და ჩემგან სხვა პირების წინააღმდეგ ჩვენების მიცემას მოითხოვენ
23 წლის სტიქაროსნის საქმეზე სამი პოლიციელი დააკავეს – ადვოკატის განცხადებით, მათ დევნის ოპერაცია დამალეს და ცრუ ჩვენება მისცეს
Bloomberg: რუსული დიზელით დატვირთულმა ტანკერმა აშშ-ში მყიდველი ვერ იპოვა და უკან გაბრუნდა

დრონებით თავდასხმის შემდეგ ოკუპირებული ხერსონის ნაწილი, ყირიმი და დონეცკი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

ნახვები: 352 დრონებით თავდასხმის შემდეგ ოკუპირებული ხერსონის ნაწილი, ყირიმი და დონეცკი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის ხერსონის ოლქში, ყირიმსა და დონეცკში, დრონებით განხორციელებული თავდასხმების შემდეგ ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა მოხდა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რომელიც „ტელეგრამ“ არხებსა და ხერსონის ოლქის ოკუპირებული ნაწილის ე.წ. გუბერნატორის, ვოლოდიმირ სალდოს განცხადებას ეყრდნობა, ელექტროენერგიის მიწოდება სრულად ან ნაწილობრივ შეწყდა.

გავრცელებული ცნობებით, ყირიმში, მათ შორის სევასტოპოლსა და ქერჩში, აფეთქებების ხმები ისმოდა. ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, ბახჩისარაის რაიონის სოფელ ნეკრასოვკასთან მდებარე ელექტროქვესადგური დაზიანდა.

ამასთან, ღამით დრონებით თავდასხმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა დროებით ოკუპირებულ ქალაქ მელიტოპოლშიც.

„ხერსონის ოლქის ყველა რაიონი მთლიანად ან ნაწილობრივ ელექტროენერგიის გარეშეა“, – განაცხადა ვოლოდიმირ სალდომ.

თავდასხმების შედეგად მიყენებული ზარალის მასშტაბისა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა