ზელენსკი: რუსეთში ვიზიტის შემდეგ ამერიკულმა დელეგაციამ მნიშვნელოვანი შედეგი ჩამოიტანა
დავით ფეიქრიშვილზე თავდასხმის საქმეზე პენიტენციური სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელებსა და ხუთ პატიმარს ბრალდება წარუდგინეს
მეუფე გიორგი ჯამდელიანი ლაშა ნაცვლიშვილს: საჯაროდ მოიხადეთ ბოდიში და მეუფე იობის წინაშე შენდობა ითხოვეთ
ელენე ხოშტარია: რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საქართველოს მოქალაქეების ომში ჩასართავად რეკლამებს ავრცელებს, ხელისუფლება კი დუმს
ხვიჩა კვარაცხელია მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილზე თავდასხმაზე: ლაჩრულად, ზურგიდან მიპარვით შეეცადნენ თქვენს დაჩაგვრას — ქართველებთან ეს არასდროს გამოუვათ
პროკურორი დავით ფეიქრიშვილის განცხადებაზე: ტელეფონები დალუქული იყო, პროკურორს მათთან შეხება არ ჰქონია
საერთო ისტორია და კულტურული კავშირები: ექსპერტებმა ქართულ-რუსული ურთიერთობები განიხილეს
ევა გოცირიძე „ქართულ ოცნებას“: თუ ოპოზიციური პარტიები ისედაც მილევად რეჟიმში არიან, რაში გვჭირდება მათი აკრძალვა?

ვენესუელაში მიწისძვრიდან ექვსი დღის შემდეგ ნანგრევებიდან სამი წლის ბავშვი ცოცხალი ამოიყვანეს

ნახვები: 345 ვენესუელაში მიწისძვრიდან ექვსი დღის შემდეგ ნანგრევებიდან სამი წლის ბავშვი ცოცხალი ამოიყვანეს

ვენესუელაში დამანგრეველი მიწისძვრიდან ექვსი დღის შემდეგ მაშველებმა ნანგრევებიდან სამი წლის ბავშვი ცოცხალი ამოიყვანეს. ამის შესახებ BBC-ი იუწყება.

გამოცემის ინფორმაციით, ბავშვი იორდანიიდან ჩასულმა სამაშველო ჯგუფმა იპოვა და საავადმყოფოში გადაიყვანა.

ამასთან, ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 1 943-მდე გაიზარდა, დაშავებულია 10 000-ზე მეტი ადამიანი, ხოლო ათიათასობით ადამიანი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

NASA-ს თანამგზავრული მონაცემების პირველადი შეფასებით, სტიქიამ, სავარაუდოდ, 58 870 შენობა დააზიანა ან მთლიანად გაანადგურა.

გაეროს განცხადებით, დაზარალებულ რაიონებში ათიათასობით ადამიანს სასწრაფოდ ესაჭიროება საკვები, წყალი და თავშესაფარი.

შეგახსენებთ, ვენესუელაში ზედიზედ ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. პირველი 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო, ხოლო 39 წამის შემდეგ მას 7.5 მაგნიტუდის კიდევ უფრო ძლიერი მიწისძვრა მოჰყვა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა