მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine
Ukraine's Unmanned Systems Forces destroy one Russian battalion on front line every day – 'Magyar'

უკრაინის გენშტაბი: გასულ დღე-ღამეში ფრონტზე 256 საბრძოლო შეტაკება მოხდა

ნახვები: 308 უკრაინის გენშტაბი: გასულ დღე-ღამეში ფრონტზე 256 საბრძოლო შეტაკება მოხდა

 

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, 30 ივნისს ფრონტის ხაზზე უკრაინულ და რუსულ ძალებს შორის 256 საბრძოლო შეტაკება დაფიქსირდა.

გენშტაბის მონაცემებით, რუსეთის ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე ერთი სარაკეტო დარტყმა, 81 საჰაერო იერიში და 3 083 საარტილერიო შეტევა განახორციელეს, მათ შორის 47-ჯერ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები (MLRS) გამოიყენეს. გარდა ამისა, რუსეთმა 9 801 კამიკაძე-დრონი გამოიყენა და უკრაინის მიმართულებით 246 მართვადი საავიაციო ბომბი ჩამოაგდო.

ამავე ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო ძალებმა, სარაკეტო ჯარებმა და არტილერიამ იერიში მიიტანეს რუსეთის სამხედროების ხუთ თავმოყრის რაიონზე, ხუთ საარტილერიო სისტემაზე, საბრძოლო მასალის ერთ საწყობზე, უპილოტო საფრენი აპარატების მართვის ექვს პუნქტსა და კიდევ ერთ მნიშვნელოვან სამხედრო ობიექტზე.

გენშტაბის ცნობით, ყველაზე ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები პოკროვსკის, სლოვიანსკის, კოსტიანტინივკისა და ჰულიაიპოლეს მიმართულებებზე მიმდინარეობდა, სადაც უკრაინელმა სამხედროებმა ათობით რუსული შეტევა მოიგერიეს.

ამასთან, ორიხივისა და მდინარე დნიპროს მიმართულებებზე გასულ დღე-ღამეში რუსულ ძალებს შეტევითი მოქმედებები არ განუხორციელებიათ, ხოლო ვოლინისა და პოლისიას მიმართულებებზე ახალი რუსული შეტევითი დაჯგუფებების ფორმირების ნიშნები არ გამოვლენილა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა