ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

მიხაილო ფედოროვი - უკრაინამ ლაზერული საჰაერო თავდაცვის სისტემების ტესტირება დაიწყო

ნახვები: 291 მიხაილო ფედოროვი - უკრაინამ ლაზერული საჰაერო თავდაცვის სისტემების ტესტირება დაიწყო

 

უკრაინამ ლაზერული საჰაერო თავდაცვის სისტემების ტესტირება დაიწყო. ამის შესახებ, უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, მიხაილო ფედოროვი განაცხადა.

მინისტრის თქმით, სისტემების გამოცდის პირველადი შედეგები უკვე მიღებულია და ამ ეტაპზე მათ უკრაინელი სპეციალისტები სწავლობენ.

„უკვე ვტესტავთ ლაზერს და გვაქვს გარკვეული შედეგები. ჯერ ბევრს არ ვამხელთ, მაგრამ ეს მიმართულება აქტიურად ვითარდება“, – განაცხადა მიხაილო ფედოროვმა.

მისივე განცხადებით, უკრაინისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით დაბალფასიანი ფრთოსანი რაკეტების შექმნა.

„შეიძლება ეს ფუტურისტულ პროექტებად ჟღერდეს, მაგრამ ერთ წელიწადში სიახლე აღარ იქნება. ჩვენ ამაზე ვიმუშავებთ“, – აღნიშნა მინისტრმა.

ფედოროვის ინფორმაციით, ამჟამად უკრაინაში ათამდე კომპანია მუშაობს პროექტებზე, რომლებიც მტრის დრონების მოსაგერიებლად იაფფასიანი რაკეტების შექმნას ითვალისწინებს. მისივე თქმით, პარალელურად მიმდინარეობს ბალისტიკური რაკეტებისა და მართვადი საავიაციო ბომბების საწინააღმდეგო სისტემების განვითარებაც.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა