თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ მჭლე სამიანი დაგვიწერა, ვაღიაროთ, ამას ვიმსახურებდით-უსუფაშვილი

ნახვები: 439 პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ მჭლე სამიანი დაგვიწერა, ვაღიაროთ, ამას ვიმსახურებდით-უსუფაშვილი

მოგესალმებით, პატივცემულო კოლეგებო და სიმხნევეს გისურვებთ, ვინაიდან ჩვენ, ყველას ერთად ქალბატონმა პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ მჭლე სამიანი დაგვიწერა, - ასე მიმართა „ლელოს" წევრმა, დავით უსუფაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას დეპუტატებს.

როგორც დავით უსუფაშვილი ამბობს, პრეზიდენტისგან ამგვარი შეფასება მართლაც დაიმსახურეს.

„მოდი, გავუსწოროთ თვალი რეალობას და ვაღიაროთ, რომ ამას ვიმსახურებდით და გამოსავალიც გვაჩვენა. თუ სწორ ნაბიჯებს გადავდგამთ, მგონი, შევძლებთ, რომ შევასრულოთ ჩვენი როლი და დანიშნულება ამ მძიმე ვითარებაში, რომელშიც ქვეყანაა. პარლამენტში პრეზიდენტის ძალიან ბევრი მოხსენება მომისმენია და არა მარტო მომისმენია. მინდა, თავიდანვე განვაცხადო, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი მოხსენება იყო ერთ-ერთი ყველაზე ადეკვატური და სახელმწიფოს მეთაურისებრი. ანუ მცდელობა იმისა, რომ ჩვენ, ყველამ ერთად, რაც შეიძლება კომპლექსურად დავინახოთ ის პრობლემები, რაც გვაქვს და დავინახოთ გამოსავალი. არ მგონია, ჩვენ გვჭირდებოდა ვინმეს მიერ შეხსენება, რომ ასეთ ვითარებაში, საგანგებო ვითარებაში, ოკუპაციის, ომის საფრთხის პირობებში მართებს ერთიანობა და არა ის, რაც ჩვენ დაგვემართა ამ ბოლო ორი კვირის განმავლობაშიც. ეს დიდი პრობლემის ნაწილია. საქმე იმაში არ არის, რომ მარჯვნივ კარგი ხალხია და მარცხნივ ცუდი, ან პირიქით, საქმე იმაშია, რომ ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ ცხოვრებას არასახელმწიფოებრივ სივრცეში.

საქმე იმაშია, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ვერ დავამკვიდრეთ ის, რისი მეთაურიც გვესტუმრა დღეს პარლამენტში, ანუ სახელმწიფო, რომელიც მოქმედებს ინსტიტუტებით, რომელშიც დაუშვებელი და წარმოუდგენელია, რომ მისი პრეზიდენტი უცხოეთში მიემგზავრებოდეს და არათუ ნებართვას არ აძლევდეს ვინმე, არამედ პრეზიდენტი და პრემიერი რამდენიმე საათს არ მუშაობდნენ ერთად იმისთვის, რომ საერთო საქმე გააძლიერონ. დაუშვებელია, რომ პარასკევს ვერ მოვახერხეთ შეკრება იმის სათქმელად, რაც შემდეგ სამშაბათს გაკეთდა ცალმხრივად ამავე დარბაზში. ამასობაში გაგვექცა ხელიდან სადავეები და უკრაინის, ომის და უსაფრთხოების თემაც ჩადგა ჩვეულებრივ რიგში შიდაპოლიტიკური დაპირისპირების, იწილობიწილოში და ამითი ვაზიანებთ საკუთარ ქვეყანას, სამშობლოს. სახელმწიფო ვერ დავამკვიდრეთ და ეს მხოლოდ ბოლო 10 წელიწადში არ მომხდარა, არც იმის წინა 9 წელიწადში, არც იმის წინა 8 წელიწადში. ეს უნდა გავიაზროთ ყველამ, რომ სისტემაა შესაცვლელი და სისტემური ცვლილებაა საჭირო. სხვა შემთხვევაში, ჩვეულებრივ მოვლენად იქნება, რომ პრემიერს არ ეცლება პარლამენტში მოსასვლელად. ჩვეულებრივი მოვლენა იქნება, რომ უმრავლესობა ჩაკეტავს შემოსასვლელ დარბაზს, ჩვეულებრივი მოვლენა იქნება, რომ ოპოზიცია მუხლჩაუხრელად მუშაობის ნაცვლად, მთელი წელი ხან არშემოსვლის, ხან შემოსვლის და ხან არგასვლის გამართლებაში იქნება და ვერ შედგება ინსტიტუციურად პარლამენტი. ჩვეულებრივი მოვლენა იქნება, რომ მრავალპარტიულობის დამკვიდრების ნაცვლად, ჩვენთან იმართება მრავალი პარტიის შეჯიბრი ერთპარტიულობის ხელში ჩასაგდებად, ერთპარტიული ძალაუფლების მოსაპოვებლად და მერე მისი ხელიდან აღარ გასაშვებად. სისტემაა შესაცვლელი და ქალბატონი პრეზიდენტის მოხსენებაში, მე ამ დამატებას შევიტანდი, რომ სისტემურ ცვლილებას სჭირდება სისტემური მიდგომა", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა