პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

გამოდის, რომ კონსტიტუცია დაურღვევია-კობახიძე ზურაბიშვილზე

ნახვები: 465 გამოდის, რომ კონსტიტუცია დაურღვევია-კობახიძე ზურაბიშვილზე

საქართველოს პრეზიდენტმა ევროპაში ვიზიტებთან დაკავშირებით თუ სიმართლე თქვა, გამოდის, რომ კონსტიტუცია დაურღვევია, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძეს სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით ჰკითხეს. როგორც პრეზიდენტმა წლიური ანგარიშის დროს აღნიშნა, მას ევროპაში სამუშაო ვიზიტებზე უარი ეთქვა და ამის გამო პირადი შეხვედრები გამართა.

„ეს თუ მართალია, რაც თქვა პრეზიდენტმა, გამოდის, რომ კონსტიტუცია დაურღვევია. ამ საკითხში გავერკვევით",- განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, ადანაშაულებს თუ არა პრეზიდენტს ტყუილში, კობახიძე პასუხობს:

„თუ მართალი თქვა და სავარაუდოდ, მართალი თქვა, დაურღვევია კონსტიტუცია, გავარკვევთ",- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა