კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ჯო ბაიდენი აშშ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა

ნახვები: 571 ჯო ბაიდენი აშშ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა

ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო ფიცი დადო და აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა. ინაუგურაცია ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის წინ გაიმართა.

საზეიმო ცერემონიაზე ბაიდენმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ჯონ რობერტსისა და დამსწრე საზოგადოების წინაშე, იმ ბიბლიაზე დაიფიცა, რომელიც მის ოჯახში 1893 წლიდან ინახებოდა და მასზე ფიცი ვიცე-პრეზიდენტის რანგში მანამდე უკვე ორჯერ წარმოთქვა.

საზეიმო ფიცის შემდეგ, პრეზიდენტმა ბაიდენმა მოქალაქეებს საინაუგურაციო სიტყვით მიმართა.

„ეს ამერიკის დღეა. ეს დემოკრატიის დღეა, ისტორიისა და იმედის დღე, განახლების დღე. ამერიკა გამოწვევებს უძლებს. დღეს ჩვენ ვზეიმობთ არა კანდიდატის ტრიუმფს, არამედ დემოკრატიის არსს. ხალხის ნება აღსრულდა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ დემოკრატია არის ფაქიზი და დღეს დემოკრატიამ გაიმარჯვა", - განაცხადა ბაიდენმა და აღნიშნა, რომ „ყველას პრეზიდენტი იქნება".

ბაიდენამდე საზეიმო ფიცი ვიცე-პრეზიდენტის რანგში კამალა ჰარისმა წარმოთქვა.

46-ე პრეზიდენტის ინაუგურაციას მისი წინამორბედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ დასწრებია. მან თეთრი სახლი 20 იანვარს, დილით დატოვა.

აღსანიშნავია, რომ ცერემონიას ესწრებოდა უკვე ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა