კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვუპასუხებთ ისე, რომ ყველა იგრძნობს, ჯერჯერობით ვითმენთ-ლუკაშენკოს მუქარა

ნახვები: 466 ვუპასუხებთ ისე, რომ ყველა იგრძნობს, ჯერჯერობით ვითმენთ-ლუკაშენკოს მუქარა

ჩვენ არ ვაპირებთ ჩავერთოთ იმ ოპერაციაში, რომელსაც რუსეთი უკრაინაში ახორციელებს, ამის საჭიროება არ არის, - აღნიშნულის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ თავდაცვის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

ლუკაშენკოს განცხადებით, ბელარუსის მიმართულებით გასროლილ იქნა „ტოჩკა-უ" ტიპის რაკეტა, თუმცა რუსეთის დახმარებით მისი ჩამოგდება მოხერხდა. მისი თქმით, „აღნიშნული ინციდენტის მიუხედავად, ბელარუსი არ ჩაერთვება ოპერაციაში".

„მე გაფრთხილებდით, რომ ეცდებოდნენ ჩვენს ჩათრევას ამ ოპერაციაში, ამ ომში. მათ რა, სურდათ ერთი რაკეტით დაებომბათ ბელარუსი? არ გამოვა. ეს რაკეტა ჩვენამდე ვერც მოაღწევს. რატომ კეთდება ეს? იმისთვის, რომ თავმოყვარეობა შეგვილახონ და ჩვენ დავიწყოთ პასუხის გაცემა, მაგრამ ჩვენ ასეთი უბრალოები არ ვართ. თუ ვუპასუხებთ, ვუპასუხებთ ისე, რომ ყველა იგრძნობს. ჯერჯერობით ვითმენთ. კიდევ ერთხელ მსურს აღვნიშნო, ჩვენ არ ვაპირებთ ჩავერთოთ იმ ოპერაციაში, რომელსაც რუსეთი უკრაინაში ახორციელებს. ამის საჭიროება არ არის. აბა დაფიქრდით, რა შეგვიძლია, დავუმატოთ რუსეთს? რაც შეეხება პერსონალს, იქ საკუთარი უამრავი მეომარი ჰყავთ. იარაღის კუთხით შეგვიძლია, რუსეთს რამე დავუმატოთ? არა. ჩვენ ამ ყველაფერს რუსეთის ფედერაციაში ვყიდულობთ", - განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა