კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

პრეზიდენტის ვიზიტს ჰქონდა აშკარად გამოხატული ოფიციალური ვიზიტის ნიშნები და არა კერძოსი-ვოლსკი

ნახვები: 397 პრეზიდენტის ვიზიტს ჰქონდა აშკარად გამოხატული ოფიციალური ვიზიტის ნიშნები და არა კერძოსი-ვოლსკი

პრეზიდენტის ვიზიტს ჰქონდა აშკარად გამოხატული ოფიციალური ვიზიტის ნიშნები და არა კერძოსი. ზოგი ამბობს, რომ არ შეიძლება, კერძო ვიზიტი შეფასებული იყოს, როგორც ოფიციალური. უამრავი დეტალია, რაზეც საკონსტიტუციო სასამართლომ საკუთარი დასკვნა უნდა გააკეთოს, - ამის შესახებ ​პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული პროცესის სკანდალურად განხილვა, სწორი არ არის.

„პოლიტიკური პარტიები ამბობენ, ეს არის პრეზიდენტის დასჯა, დაპირისპირება. რასაკვირველია, აზრთა დაპირისპირებაა არის, მაგრამ არ შეიძლება, საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენი სარჩელი ჩაითვალოს ვინმეს დასჯად, რადგან არსებობს კონსტიტუცია და კონსტიტუციასთან შესაბამისობაში ამა თუ იმ ლიდერის მოქმედება არის ის საკითხი, რომელიც ქვეყანას აინტერესებს, რათა ისეთი ტენდენცია არ განვითარდეს, როცა კონსტიტუციის დარღვევა ჩვეულებრივ ნორმად იქცევა. ამ პროცესს სკანდალად ნუ განიხილავთ, ეს არის ნორმალური დემოკრატიული პროცესი", - განაცხადა ვოლსკიმ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა