სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation
Rubio calls Zelensky-Witkoff meeting in Norway positive

ამერიკის სიგნალი მსოფლიოს მიმართ არის, რომ უკრაინის მხარდაჭერაში ერთიანები ვართ-ლოიდ ოსტინი

ნახვები: 444 ამერიკის სიგნალი მსოფლიოს მიმართ არის, რომ უკრაინის მხარდაჭერაში ერთიანები ვართ-ლოიდ ოსტინი

ვგმობთ რუსეთის არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ შეჭრას უკრაინაში და ვაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა, ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის დაწყებამდე, ალიანსის გენერალურ მდივანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ლოიდ ოსტინის თქმით, კოლექტიური თავდაცვის შესახებ ვაშინგტონის ვალდებულება მტკიცეა.

„მადლობას გიხდით მტკიცე ლიდერობისთვის. ჩვენ ვაფასებთ თქვენს ლიდერობას განსაკუთრებით ასეთ დროს. ჩვენ შევძელით მიგვეღო სწრაფი გადაწყვეტილებები. ამერიკის სიგნალი მსოფლიოს მიმართ არის, რომ ერთიანები ვართ უკრაინის მხარდაჭერაში. ვგმობთ რუსეთის არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ შეჭრას უკრაინაში. უკრაინას ჰყავს ლეგიტიმური და სუვერენული მთავრობა. ჩვენ ცხადია, მხარს ვუჭერთ მათ შესაძლებლობას, დაიცვან თავი. ჩვენ ვაგრძელებთ მათ მხარდაჭერას. ჩვენ ცხადად ვამბობთ, რომ ნატო-ს მეხუთე მუხლის მიმართ ვალდებულება მტკიცეა და ჩვენ დავიცავთ ამ ვალდებულებას. მადლობა თქვენი ლიდერობისთვის და მადლობა ყველა მოკავშირეს, რომ ვინარჩუნებთ ერთიანობას უკრაინის მხარდაჭერის საკითხთან დაკავშირებით", - აღნიშნა ლოიდ ოსტინმა.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა