კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ოცნებასა“ და პრეზიდენტს შორის მთავარი უთანხმოების მიზეზია არა კონსტიტუციის დარღვევა, არამედ დასავლეთში ევროინტეგრაცია- ბეჟაშვილი

ნახვები: 380 ოცნებასა“ და პრეზიდენტს შორის მთავარი უთანხმოების მიზეზია არა კონსტიტუციის დარღვევა, არამედ დასავლეთში ევროინტეგრაცია- ბეჟაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, „ქართულ ოცნებასა" და პრეზიდენტს შორის მთავარი უთანხმოების მიზეზია უკრაინასთან ურთიერთობა და დასავლეთში ევროინტეგრაცია.

როგორც ბეჟაშვილი აცხადებს, პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრი საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებაში ხელს უშლის.

„საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრება არის ყურადღების გადატანის მცდელობა, რადგან „ქართულ ოცნებასა" და პრეზიდენტს შორის მთავარი უთანხმოების მიზეზია არა კონსტიტუციის დარღვევა, არამედ უკრაინასთან ურთიერთობა და დასავლეთში ევროინტეგრაცია. მაშინ, როცა პრეზიდენტი ევროპულ ქვეყნებში უნდა წასულიყო და საქართველოს ევროკავშირში დაჩქარებული წესით ინტეგრაციის საკითხი ევროპელ ლიდერებთან უნდა განეხილა, ამ დროს პრემიერ-მინისტრმა გაბედა და მას ვიზიტის საშუალება არ მისცა, რითაც კონსტიტუცია დაარღვია და პრეზიდენტს საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებაში ხელს უშლის, ამავე დროს, სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს. ეს არის განსახილველი და არა ის, პრეზიდენტმა დაარღვია თუ არა კონსტიტუცია", - განაცხადა ბეჟაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა