პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლში თეატრი დაბომბეს, რომელსაც თავს ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა

ნახვები: 348 რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლში თეატრი დაბომბეს, რომელსაც თავს ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა

რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლის ცენტრში დრამატული თეატრი დაბომბეს, რომლსაც თავს ასობით ადამიანი აფარებდა.

Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ მარიუპოლის საკრებულო Telegram-ზე იტყობინება.

„დღეს რუსმა ჯარებმა მიზანმიმართულად და ცინიკურად გაანადგურეს დრამატული თეატრი მარიუპოლის გულში. თვითმფრინავმა ბომბი ჩამოაგდო შენობაზე, სადაც მარიუპოლის ასობით მშვიდობიანი მცხოვრები იმალებოდა. ჯერჯერობით შეუძლებელია ამ საზარელი და არაადამიანური მასშტაბის შეფასება. იმოქმედეთ, რადგან ქალაქის საცხოვრებელი უბნები კვლავ დაბომბვა ხდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, დაბომბვის შემდეგ განადგურდა თეატრის ცენტრალური ნაწილი და შენობის თავშესაფრის შესასვლელი. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.

„შეუძლებელია იპოვო სიტყვები, რომლებიც აღწერს სისასტიკესა და ცინიზმის დონეს, რომლითაც რუსი ოკუპანტები ანადგურებენ უკრაინის საპორტო ქალაქის სამოქალაქო მოსახლეობას. ქალები, ბავშვები და მოხუცები მტრის სამიზნედ რჩებიან. ისინი სრულიად უიარაღები არიან. მშვიდობიანი ხალხი, აშკარაა, რომ რუსული არმიის ერთადერთი მიზანი უკრაინელი ხალხის გენოციდია“, - აცხადებენ საკრებულოში.

საკრებულომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რამდენი დროც არ უნდა გავიდეს, უკრაინელები არასოდეს აპატიებენ არც ერთ მსხვერპლს, არც ერთ წვეთ სისხლს, რომელიც დაიღვარა ამ გიჟური ომის გამო.

ადრინდელი ინფორმაციით, 13 მარტის მდგომარეობით, მარიუპოლის 2187 მაცხოვრებელი დაიღუპა რუსეთის თავდასხმების შედეგად.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა