კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ესპანეთში Rosneft-ის დირექტორის იახტა დააკავეს

ნახვები: 375 ესპანეთში Rosneft-ის დირექტორის იახტა დააკავეს

ესპანეთის ხელისუფლებამ, ბარსელონასთან ტარაგონას პორტში მეგა იახტა Crescent დააკავა, რომელიც, სავარაუდოდ, სახელმწიფო ნავთობკომპანიის Rosneft-ის დირექტორ იგორ სეჩინს ეკუთვნის.

სეჩინი პუტინთან დაახლოებული ადამიანი და უახლოესი მრჩეველია, ისევე როგორც მისი პირადი მეგობარი. ის რუსული პოლიტიკური ელიტის ერთ-ერთ მთავარ წევრად მიიჩნევა. ევროკავშირმა მას სანქციები უკვე დაუწესა.

Crescent კაიმანის კუნძულების დროშით გადაადგილდება და იქაა რეგისტრირებული, თუმცა ესპანური გამოცემა El Pais-ს წყაროები ესპანური პოლიციიდან უყვებიან, რომ შესაძლოა სეჩინი იყოს მისი მფლობელი. ინფორმაციის დაზუსტებისთვის ხელისუფლებამ გადაწყვიტა იახტა დროებით შეაკავოს.

Crescent ერთ-ერთი უდიდესი იახტაა მსოფლიოში, ის 135 მეტრის სიმაღლისაა და დაახლოებით 600 მილიონი დოლარი ღირს. გემი 2017 წელს გერმანულმა კომპანია Lürssen-მა ააშენა.

აღსანიშნავია, რომ მარტის დასაწყისში საფრანგეთის ხელისუფლებამ იახტა Amore Vero დააყადაღა, რომელიც მათივე ინფორმაციით სეჩინთან დაახლოებულ კომპანიას შესაძლოა ეკუთვნოდეს.

ესპანეთი განაგრძობს რუსი ოლიგარქების იახტების შეკავებას. ეს მიმდინარე კვირაში მესამე ხომალდია, რომელიც ესპანეთის სამართალდამცავლა ორგანოებმა შეამოწმეს.

ერთი მათგანი იახტა Valerie, რომელიც, სავარაუდოდ, Rostec-ის ხელმძღვანელს სეგრეი ჩემეზოვს ეკუთვნის ბარსელონის პორტში შეაჩერეს. მეორე იახტა Lady Anastasia კი რომლის მფლობელადაც Rosoboronexport-ის დირექტორი ალექსანდრ მიხეევი განიხილება, მალორკაში დააკავეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა