გახსენით ყველაფერი! თუ სიკვდილია არჩევანი, ჩვენ ავირჩევთ რითი მოკვდეთ

01.27.2021 | 16:44
203 ნახვა

ავტორი: გოჩა მირცხულავა

როგორც ვხედავ, ხალხის - საზოგადოების გაბრაზება დაკეტილი ქვეყნის შესახებ, ბევრისთვის გაუგებარია. პირველი ლოქდაუნის დროს მე ვამბობდი - ეს არის აუცილებლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ დავკარგავთ ასი ათასზე მეტ თანამოქალაქეს და ეს სტატისტიკურად დავასაბუთე. მთავარი ის იყო, რომ ვირუსის შესახებ ჩვენ, ისევე როგორც მსოფლიომ, იცოდა ცოტა. საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილში იყო განცდა, რომ ვირუსი „არის ხელოვნური" და „მასონები ცდილობენ ადამიანების ამოწყვეტას". უამრავი პროპაგანდისტული ფილმი თუ სტატია და კომენტარი ვნახეთ - დამპალი იმერიალისტების, ბილ გეითსისა თუ სხვა „მდიდრების" მიერ შექმილი ხელოვნური ვირუსის შესახებ. გვახსოვს როგორ ამბობდნენ ჩვენი თანამოქლაქეები უარს ტესტირებაზეც კი. გვახსოვს როგორ არ დაემორჩილა სახელმწიფოს - კანონს ეკლესია და მისი გავლენით ან მისი ქმედების გამოყენებით ათასობით თანამოქალაქე. ყველაფერთან ერთად, იმ პერიოდში მზად არ იყო ჰოსპიტალური სექტორი, არ იყო მკურნალობის სტანდარტები და თუ მავანი კარგად გაიხსენებს, ტესტებიც კი არ გვქონდა საკმარისი.
---
ცხადია, რომ სახელმწიფომ წააგო და ახლაც აგებს საინფორმაციო ომს ჯიუტ მოქალაქეებთან, რომლებმაც „მეორე ტალღა" გამოიწვიეს და ამით უდიდესი ზიანი მიაყენეს ქვეყანას და ჩვენს თანამოქლაქეებს, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი გარდაიცვალა - დღეის მდგომარეობით - 3108 ადამიანი. უამრავ ადამიანს საბოლოოდ დაენგრა ჯანმრთელობა და ჯერაც არ ვიცით რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს გადატანილ ინფიცირებას.
დიახ, სახელმწიფომ, დავაკონკრეებ - ხელისუფლებამ ვერ შესძლო, ადამიანები აეძულებინა დაეცვათ პირბადის ტარების ელემენტარული წესები და ამისათვის თუნდაც ჯარი გამოყენებინათ. ეს ნაკლები ბოროტოება იქნებოდა ვიდრე ის ვითარება, რომელიც ამჟამად გვაქვს. საბოლოოდ, მივიღთ მდგომარეობა, როდესაც საზოგადოება ორმაგი შიშის და სტერსის პირობებში ცხოვრობს:
- კოვიდი და გართულებები;
- შიმშილის, გაკოტრების, საბოლოო გაღატაკების შიში.
---
ვინმეს აქვს დათვლილი, უსახსროდ დარჩენილმა რამდენმა ადამიანმა და ოჯახმა არ მიიღო დახმარება ამ ხნის განმავლობაში და ვერც ვერასოდეს მიიღებს? ვინმეს აქვს დათვილი, რამდენი ადამიანი უნდა გაუმკლავდეს ხვალ და ზეგ ბანკების წინაშე პირისპირ დარჩენილი პრობლემებს? ვინმეს აქვს დათვილი თუნდაც ხვალ რომ გაიხსნას ეკონომიკა, რამდენი ადამიანისთვის იხსნება ის და რამდენი კვლავ დარჩება სახელმწიფოს თანადგომისა და პირდაპირი მნიშვნელობით ლუკმა-პურის, სამსახურის გარეშე? ვინმემ თუნდაც ის გათვალა, 21:00 საათზე სახლში შერეკილი მოსახლეობა რა საინფორმაციო სივცეში ხვდება? ან იმაზე თუ უფიქრია ვინმეს რას ნიშნავს ეკონომიკაში ჯაჭვური რეაქცია? 1-ელ თებერვალს მოლებს და ბაზრობებს რომ გახსნით, ვინ მიაწყდება ამ მოლებს - საჯარო მოხელეები, რომლებთან საკუთარ ჯიბეზე არც კი უგვრძნიათ ის რაც იგრძნო სხვა - მილიონზე მეტმა თანამოქალაქემ? დილემა მარტივია! მოვკვდე კოვიდით თუ მოვკვდე შიმშილით ან გავღატაკდე ისე რომ ვერ გავიმართები წლების განმავლობაში. არანაირი სურვილი არ მაქვს არც ერთი ხელისუფლების მიერ დაგროვილი ვალები ვიხადო მე ან ჩემმა შვილთაშვილმა. მე რომ კოვიდი „მესტუმროს" ჩემი გადარჩენის შანსი არის მინიმალური, მაგრამ არც სიღატაკეში მინდა ცხოვრება გადარჩენილს. თუნდაც, მე რომ არც გავღატაკდე, რა ცხოვრება იქნება ის ცხოვრება, როდესაც ირგვლივ იშიმშილებენ ჩემი მეგობრები, ნაცნობები, უცნობები და მათი შვილები?
---
თუ რამე პოზიტივი გვაქვს ეს მაინც სამედიცინო პერსონალის აქტივია, რომელსაც გასული წლის დეკემბრის, ზოგს ნომებრის, ზოგს კიდევ ოქტობრის შრომის ანაზღაურება არ აქვს მიღებული. იქნებ გამობრძანდეს ჯანდაცვის მინისტრი და ბრძანოს რამდენია ჰოსპიტალური სექტორის წინაშე სახელმწიფოს დავალიანება. გინდათ მე მოგაწოდოთ კლინიკების, საავადმყოფოების სიები, რომელთა წინაშე სახელწიფოს დავალიანება ათეულობით მილიონს აჭარბებს?
---
ზარი 144-ზე, მეორე ლოქდაუნის გამოცხადების დროს: უკაცრავად ჩამონათვალში არ არის ჩვენი სფერო და გვეკუთვნის შეზღუდვები?
პასუხი: დიახ!
დეკემბრის ბოლო, ისევ ზარი 144-ზე: იცით ჩამონათვალში არ ვართ და გვეკუთვნის გახსნა?
პასუხი: თქვენ არც გეხებოდათ შეზღუდვები (!).
რა გინდა გააკეთო ადამიანმა გარდა იმისა, რომ სიწრისგან გაიღიმო.
----
დიახ, ყველაფერი უნდა გახსნათ. სულ ყველაფერი, რადგან თუ მაშინ 100 ათსზე მეტი ადამიანის სიკვდილს ვვარაუდობდი, ამ პირობებში, იმ სტრესებით, რომელსაც სამომავლოდ ექნებათ ჩვენს თანამოქალაქეებს, უფრო მეტი დაიღუპება უახლოესი ორი წლის განმავლობაში - ძირითადად კი გულის დაავადებებით და ამაზე ვინმე ფიქრობ? ეპიდემილოგები რომ არ ფიქრობენ, ცხადია.
დიახ! უნდა გახსნათ ყველაფერი თუნდაც იმიტომ, რომ მანდ არავის გაღელვებთ არც იმ კრედიტოფიცერის უხერხულობა, რომელმაც უნდა დარეკოს ხვალ კრედიტორთან და არც იმ კრედიტორის, რომელმაც არ იცის რა უნდა უპასუხოს. ჰო, არავის გაღელვებთ, რომ მედიკამეტები ისევ გაძვირდა... გაძვირდა ზეთი, რძე, ყველი, ხორცი, ხახვი, ნიორი, მწვანილი... ბოლოს რომელმა ჩინიანმა შეიხედეთ აფიაქებში ბავშვთა კვების განყოფილებებში?
გუშინ საღამოს ჯი-პი-სის აფთიაქში ახალგაზრდა ბიჭი შემოვიდა, ბავშვთა კვების სტენდს მიადგა, ფასს დააკვირდა, მერე ჯიბეში ფული გადათვალა და გარეთ გავიდა. რაღაც დროის შემდეგ გავედი მეც და ეს ბიჭი ტელეფონზე საუბრობს: 6 ლარი მაკლდება და იქნებ, რომელმე მეზობელს გამოართვა... პასუხი მოისმინა და სირბილით გაიქცა. მოვკვდი და გავთავდი ადგილზე. ხვდებით ეს რას ნიშნავს? ხვდებით? და ვინმე ხელისუფლებაში იტყვის, რომ მისთვის მნიშვნელოვანია დემოგრაფიული მდგომარეობა ქვეყანაში?
გახსენით ყველაფერი - თქვენ მაინც ვერ გადააგვარჩენთ ვერც სიკვდილისგან და ვერც გაჭირვებისგან გვისხნით. თქვენ ერთ და მეორე შემთხვევაშიც აჩქარებთ ჩვენს სიკვდილს, ჩვენს მოსპობას, განადგურებას. მსოფლიოს ნუ მოიყავანთ მაგალითად და თუ გაბედავთ მაშინ მსოფლიოში საკუთარ თანამოქალაქეებზე ზრუნვის მაგალითებს გადმოგილაგებთ. ნურც იმას იტყვით, რომ „ის განვითარებული ეკონომიკაა"... ერთ სულ მოსახლეზე, თქვენს მიერ აღებული ვალები სწორი მართვის პირობებში იყო ჩვენი შანსი. მაგრამ მაშინ ვინ იფიქროს საკუთარ შვილებზე და ნათელ-მირონებზე, ძმაკაცებზე, მათ ნთელ მომავალზე?
გახსენით ყველაფერი! თუ სიკვდილია არჩევანი, ჩვენ ავირჩევთ რითი მოკვდეთ, თქვენი დახმარების და ყალბი რუდუნების გარეშე.