თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ირაკლი ღარიბაშვილი - პოლონეთის პრემიერისგან მოვისმინე, რომ საქართველოს ექნება ძალიან დიდი მხარდაჭერა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე

ნახვები: 345 ირაკლი ღარიბაშვილი - პოლონეთის პრემიერისგან მოვისმინე, რომ საქართველოს ექნება ძალიან დიდი მხარდაჭერა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ პოლონეთის პრემიერ მათეუშ მორავიეცკისთან შეხვედრაზე ვრცელი საუბარი ჰქონდა საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ გაკეთებულ განაცხადზე.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნა, ეს განაცხადი არის ისტორიული ნაბიჯი და არის ქართველი ხალხის არჩევანი, ეს არ არის მხოლოდ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, ეს არის მოსახლეობის გადაწყვეტილება, ხალხის არჩევანი.

„მოვისმინე პრემიერ-მინისტრისგან, რომ საქართველოს ექნება ძალიან დიდი მხარდაჭერა პოლონეთისგან ამ გზაზე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ეს გრძელი გზაა, მაგრამ საქართველო არის აბსოლუტურად მოტივირებული და ზედმიწევნით ასრულებს ყველა ვალდებულებას, რომელიც გაწერილია ასოცირების შეთანხმებაში.

„კარგად გვესმის, რომ ეს არის გრძელი გზა, გვჭირდება რეფორმების განხორციელება, მომზადება ქვეყნის, ეკონომიკის განვითარება, ბევრი პრობლემის დაძლევა, რათა ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი ასევე მოვისმინეთ ევროკავშირის ლიდერებისგან, რომ დაჩქარებულად რომელიმე ქვეყნის მიღება ევროკავშირში არ იგეგმება და ეს არის ხანგრძლივი პროცესი. ჩვენ ვართ აბსოლუტურად მოტივირებულნი, რომ ის შეთანხმება, რომელსაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ, ასოცირების შეთანხმებას ვგულისხმობ, სხვათა შორის, მე მოვაწერე ხელი ამ შეთანხმებას 2014 წელს, ზედმიწევნით ვასრულებთ ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც გაწერილია ასოცირების შეთანხმებაში. მას შემდეგ, ჩვენ გვქონდა კონკრეტული, ხელშესახები შედეგები ევროინტეგრაციის გზაზე, როგორებიცაა – თავისუფალი ვაჭრობა და უვიზო რეჟიმი, რომლითაც ჩვენი მოქალაქეები სარგებლობენ. ამიტომ ამ პროცესში კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო პოლონეთს, როგორც ჩვენს ერთგულ მეგობარს და საქართველოს ევროინტეგრაციის გულმხურვალე მხარდამჭერს. ასევე, განვიხილეთ სექტორული თანამშრომლობა. აღვნიშნეთ, რომ არსებობს დიდი პოტენციალი, რომ კიდევ უფრო განვავითაროთ ჩვენი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ტურიზმი და სხვა სექტორული მიმართულებები. უფრო გავააქტიუროთ ძალისხმევა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განმტკიცების მიზნით და არსებული პოტენციალის მაქსიმალურად გამოსაყენებლად ძალისხმევა არ უნდა დავაკლოთ. კიდევ ერთხელ მინდა, ჩემს ძვირფას კოლეგას, პოლონეთის პრემიერ-მინისტრს მივესალმო და მადლობა გადავუხადო მას და მის დელეგაციას საქართველოში პირველად ჩამობრძანებისთვის, მადლობა მას ამ ვიზიტისთვის,“- აღნიშნა პრემიერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა