კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

დმიტრო კულება - უკრაინას სურს თურქეთი მოიაზრებოდეს იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც უსაფრთხოების გარანტიებს სთავაზობენ უკრაინას

ნახვები: 397 დმიტრო კულება - უკრაინას სურს თურქეთი მოიაზრებოდეს იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც უსაფრთხოების გარანტიებს სთავაზობენ უკრაინას

უკრაინას სურს თურქეთი მოიაზრებოდეს იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც უსაფრთხოების გარანტიებს სთავაზობენ უკრაინას, რუსეთთან ომის შეწყვეტასთან დაკავშირებით დადებულ ნებისმიერ შეთანხმებაში, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ თურქ კოლეგასთან ერთად გამართული ბრიფინგის დროს განაცხადა.

კულებას თქმით, თურქეთი ასევე ცდილობს მოაწყოს პირდაპირი მოლაპარაკებები უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის.

მევლუთ ჩავუშოღლუმ თავის მხრივ, მარიუპოლში ჰუმანიტარული მიზნით, ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის იმედი გამოთქვა, სადაც ამ დრომდე რჩება თურქეთის 100-ზე მეტი მოქალაქე. ჩავუშოღლუმ ასევე მზაობა გამოთქვა, კიდევ ერთხელ უმასპინძლონ უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს.

უკრაინისა და თურქეთის დიპლომატების შეხვედრა ქალაქ ლვოვში გაიმართა. კულებამ მოგვიანებით, სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ თურქეთის სოლიდარობა უკრაინის მიმართ ურყევი რჩება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა