კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

სტოლტენბერგი - NATO-ს ესმის უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობისა და ხალხის იმედგაცრუება

ნახვები: 386 სტოლტენბერგი - NATO-ს ესმის უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობისა და ხალხის იმედგაცრუება

NATO-ს ესმის უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობისა და ხალხის იმედგაცრუება და სასოწარკვეთა რუსეთის არმიის ბარბაროსული ქმედებების გამო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და ვითარებას  უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდით პასუხობს, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბერლინში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ანნალენა ბაერბოკთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

”მე სრულად მესმის ის იმედგაცრუება და სასოწარკვეთა, რომელსაც განიცდის პრეზიდენტი ზელენსკი და უკრაინელი ხალხი, რადგან ისინი იმყოფებიან უკიდურესად რთულ ვითარებაში, როდესაც ისინი ყოველდღიურად ხედავენ მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლს, ნგრევას, მათ შორის თავდასხმებს საავადმყოფოებზე, სკოლებზე, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე.  ეს არის მიზეზი, რის გამოც ნატოს მოკავშირეებმა გააძლიერეს მხარდაჭერა, ასევე მიაწოდეს მოწინავე იარაღის სისტემები - საჰაერო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის, ტანკსაწინააღმდეგო იარაღი, საწვავი, საბრძოლო მასალა, რაც გადამწყვეტია იმ წინააღმდეგობისთვის, რომლის მობილიზებაც უკრაინის ძალებს შეუძლიათ რუსული ძალების წინააღმდეგ. გუშინ გამართულ თავდაცვის მინისტრთა შეხვედრაზე მოკავშირეებმა განაცხადეს და ვალდებულნი არიან გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.  

მისი თქმით,  ნატო-მ უკრაინის აქტიური მხარდაჭერა 2014 წელს დაიწყო, როდესაც რუსეთმა ყირიმი დაიკავა.

„ჩვენ უკრაინას მნიშვნელოვნად ვუჭერთ მხარს 2014 წლიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკანონოდ მოახდინა ყირიმის ანექსია. მას შემდეგ, ნატოს მოკავშირეები და ნატო უკრაინას უჭერდნენ მხარს სხვადასხვა გზით“, - განაცხადა სტოლტენბერგმა და დასძინა, რომ „ნატო უკრაინას მრავალი წლის განმავლობაში აწვდიდა რაკეტსაწინააღმდეგო და საჰაერო თავდაცვის სისტემებს და მრავალი სახის აღჭურვილობას“.

მისი განცხადხებით, დღეს უკრაინის არმია, თავდაცვის ძალები, ბევრად უფრო ძლიერი, ბევრად უკეთ აღჭურვილნი, ბევრად უკეთ გაწვრთნილია ვიდრე 2014 წელს.

„რა თქმა უნდა, მხარდაჭერა, რომელსაც მათ მრავალი წლის განმავლობაში ვუწევდით აღმოჩნდა ძალიან მნიშვნელოვანი და ამიტომ ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა