კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ნახვები: 343 განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1990 წელს დაბადებული ნ.ნ. ანგარებით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

სამინისტროს ცნობით, დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, გლდანში, ნათესავ ქალს – 1940 წელს დაბადებულ დ.ნ.-ს, მისსავე საცხოვრებელ სახლში, ბასრი საგნით სხეულზე დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. მძიმე დანაშაულის შემდეგ ნ.ნ.-მ ბინიდან ტელევიზორი წაიღო და ლომბარდში ჩაბარებას შეეცადა, თუმცა ვერ შეძლო. იგი კვლავ შემთხვევის ადგილზე დაბრუნდა, კვალის დაფარვის მიზნით ცხედარს ცეცხლი მოუკიდა და მიიმალა.

პოლიციამ, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნ.ნ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ანგარებით ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა