კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

შალვა პაპუაშვილი - საქართველოს პარლამენტისთვის ზელენსკის მიმართვაზე ხელისუფლებებს შორის კომუნიკაცია არ ყოფილა

ნახვები: 384 შალვა პაპუაშვილი - საქართველოს პარლამენტისთვის ზელენსკის მიმართვაზე ხელისუფლებებს შორის კომუნიკაცია არ ყოფილა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის საქართველოს პარლამენტში გამოსვლის საკითხზე საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებებს შორის არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა.

შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ხატია დეკანოიძის განცხადებას, რომლის მიხედვით „პრეზიდენტი ზელენსკი მზად არის, ჩაერთოს საქართველოს პარლამენტს და მიმართოს საქართველოს საზოგადოებას“.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საკვირველია, საქართველოს პარლამენტის წევრი რატომ საუბრობს უცხო ქვეყნის ადმინისტრაციის სახელით.

„საუბრობენ უკრაინის ხელისუფლების სახელით, ჩართვა უნდა, არ უნდა, არც კი ჰკითხეს უკრაინის ხელისუფლებას. ესეც აჩვენებს, რა არის ამის რეალური მიზანი. ეს არის კიდევ ერთხელ ისტერიის აწევა და ა.შ. საერთოდ საკვირველია, საქართველოს პარლამენტის წევრს როგორ და რა კავშირი აქვს უცხო ქვეყნის ადმინისტრაციასთან, რატომ საუბრობს მათი სახელით. ამ საკითხზე არანაირი კომუნიკაცია საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებებს შორის არ ყოფილა, ამით ეს საკითხი გარკვეულია. ჩვენ არანაირი ინიციატივის დაყენებას არ ვაპირებთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა