კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

სამოქალაქო სექტორი პრორუსული ძალების მიერ სამოქალაქო აქტივისტებზე განხორციელებული ძალადობის გამოძიებას და სამართლებრივ შეფასებას ითხოვს

ნახვები: 639 სამოქალაქო სექტორი პრორუსული ძალების მიერ სამოქალაქო აქტივისტებზე განხორციელებული ძალადობის გამოძიებას და სამართლებრივ შეფასებას ითხოვს

სამოქალაქო სექტორი პროტესტს გამოთქვამს საქართველოში რუსული პოლიტიკის პლაცდარმის, ე.წ. "კონსერვატიული პარტიის" მიერ რეგიონებში მრავალრიცხოვანი ოფისების გახსნასტან დაკავშირებით  და  პრორუსული ძალების მიერ სამოქალაქო აქტივისტებზე განხორციელებული ძალადობის გამოძიებას და სამართლებრივ შეფასებას ითხოვს

სამოაქლაქო სექტორის განცხადებას უცვლელად ტვაზობთ: 

გამოვთქვამთ უკიდურეს შეშფოთებას უკანასკნელ პერიოდში იმ სამოქალაქო აქტივისტებზე განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობის გამო, რომლებიც ღიად და მტკიცედ პროტესტს გამოთქვამენ საქართველოში რუსული პოლიტიკის პლაცდარმის, ე.წ. "კონსერვატიული პარტიის" მრავალრიცხოვანი ოფისების გახსნაზე რეგიონებში, საქართველოს ხელისუფლების დანაშაულებრივად აუხსნელი დუმილის ფონზე.
დღეს, არსებული საერთაშორისო ვითარების ფონზე, როდესაც მთელი ცივილიზებული სამყარო ცდილობს წინ აღუდგეს რუსეთის არნახულ აგრესიას თავისუფალი უკრაინის წინააღმდეგ, საქართველოში რუსული პოლიტიკის მხარდაჭერა ნიშნავს ჩვენი ისტორიის უგულებელყოფას, ქვეყნის თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნის შეურაცხყოფას, ჩვენი ქვეყნის მთლიანობის აღდგენასა და მის ცივილიზებულ მომავალზე უარის თქმას, რაც ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების ღალატის ტოლფასია.
მივმართავთ საქართველოს მთავრობას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს:
დაუყოვნებლივ იქნას გამოძიებული სამოქალაქო აქტივისტებზე განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობის ყველა შემთხვევა და მიეცეს მას სათანადო სამართლებრივი შეფასება. წინააღმდეგ შემთხვევაში უფლებას ვიტოვებთ, ვიფიქროთ, რომ საქართველოში რუსული პოლიტიკის ლეგიტიმაცია ხდება ხელისუფლების წახალისებითა და თანამონაწილეობით, რასაც აუცილებლად მიეცემა შესაბამისი შეფასება საქართველოს მოქალაქეების მიერ და გამოვიყენებთ ყველა ლეგიტიმურ და კონსტიტუციით მონიჭებულ უფლებას ამ უკიდურესად სახიფათო პროცესის შესაჩერებლად.
მოვუწოდებთ საზოგადოებას გვერდით დავუდგეთ ყველა ამ მამაც პატრიოტს და მათთან ერთად დავიცვათ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი რუსული პოლიტიკის გავლენისაგან.

ხელმომწერები:
სამოქალაქო ინიციატივებისა და ინოვაციების ცენტრი
საქართველოს სასამართლოს გუშაგი
ევროპულ-ქართული ინსტიტუტი
გიორგი სულაძე - ოკრიბა-ნიუსი
ზაზა გოჩელაშვილი - ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი
ნანა გოგოხია - უფლებადამცველი
ირმა გორდელაძე - გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია „ეკო“
მალხაზ ნაკაშიძე - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მიმართვა ღიაა ხელმოწერებისთვის.

 


ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა