თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

კრემლის ყოფილმა მაღალჩინოსანმა უკრაინის ომის დაგმობის შემდეგ თანამდებობა დატოვა

ნახვები: 471 კრემლის ყოფილმა მაღალჩინოსანმა უკრაინის ომის დაგმობის შემდეგ თანამდებობა დატოვა

Reuters-ის ინფორმაციით, რუსეთის ყოფილმა ვიცე-პრემიერმა, რომელიც უკრაინაში კრემლის ქმედებებს ეწინააღმდეგებოდა, ერთ-ერთი პრესტიჟული ფონდის თავმჯდომარის პოსტი დატოვა, მას შემდეგ, რაც დეპუტატმა იგი "ეროვნულ ღალატში" დაადანაშაულა და მისი გადაყენება მოითხოვა.

არკადი დვორკოვიჩი რუსეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილე იყო 2012-დან 2018 წლამდე. მან ამ კვირაში ამერიკულ მედიას განუცხადა, რომ "მისი ფიქრები უკრაინელ მშვიდობიან მოსახლეობასთანაა".

"ომები ყველაზე ცუდი რამაა, რაც ადამიანს შეიძლება, შეემთხვეს ცხოვრებაში..., მათ შორის, ამ ომის ჩათვლით. ჩემი ფიქრები უკრაინელ მშვიდობიან მოსახლეობასთანაა", - თქვა მან ინტერვიუს დროს.

დვორკოვიჩის განცხადებების შემდეგ, მმართველი პარტიის მაღალჩინოსანმა დეპუტატმა მისი თანამდებობიდან გათავისუფლება მოითხოვა და დაადანაშაულა, რომ იგი "მეხუთე კოლონის შემადგენლობაშია, რომელიც ძირს უთხრის რუსეთს".

დვორკოვიჩი 2018 წლიდან იყო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ცენტრის Skolkovo Foundation-ის თავმჯდომარე. ამასთან, იგი ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის (FIDE) ხელმძღვანელია.

ფონდის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ იგორ შუვალოვმა, განაცხადა, რომ დვორკოვიჩის თქმით, ის, ამ პირობებში, ვეღარ შეუთავსებს Skolkovo-ში თავის მოვალეობებს, ჭადრაკის ფედერაციის ხელმძღვანელის მოვალეობებთან ერთად.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა