Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

ნორვეგია რუსეთს სანქციებს უწესებს

ნახვები: 360 ნორვეგია რუსეთს სანქციებს უწესებს

ნორვეგიის ხელისუფლებამ მიიღო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ყველაზე დიდი პაკეტი, რაც ნორვეგიას ოდესმე დაუწესებია. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანნიკენ უიტფელდტმა განაცხადა.

სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ ნორვეგიის ხელისუფლება უერთდება ევროკავშირის სანქციებს და რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბურ და მრავლისმომცველ ზომებს იღებს, რომელთა მიზანი რუსეთისთვის უკრაინის ომის დაფინანსების შესაძლებლობების შეზღუდვაა.

ნორვეგია შეზღუდვებს აწესებს ტექნოლოგიური პროდუქტებისა და მომსახურების რუსეთში ექსპორტზე, რაც შესაძლოა რუსეთმა ომის მსვლელობისას გამოიყენოს.

სანქციები შეეხებათ კონკრეტულ ინდივიდებს რუსეთსა და ბელარუსში, ვინც იმ ადამიანებთანაა დაკავშირებული ვინც უკრაინაზე თავდასხმის გადაწყვეტილებაში მონაწილეობდა და/ან სცადა შეჭრის გამართლება. ნორვეგიაში მათი აქტივები გაიყინება და აეკრძალებათ ქვეყანაში შესვლა.

სანქციების პაკეტი ფინანსურ, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ტექნოლოგიებისა და თავდაცვის სექტორებს შეეხება და ასევე შემზღუდავ ზომებს ასობით ადამიანსა და კომპანიას უწესებს.

„ეს სანქციები მძიმე დარტყმას მიაყენებს რუსულ რეჟიმს. ჩვენ ვაწესებთ აქტივების გაყინვას, მოგზაურობის შეზღუდვას კონკრეტულ ინდივიდებს და ნორვეგიაში შემოსასვლელად ვიზის მიღების კონკრეტულ პროცედურებს ვწყვეტთ. ასევე ვწყვეტთ ექსპორტს, ვაჭრობასა და ტრანზაქციებს რაც შესაძლოა პირდაპირ აფინანსებდეს ან ხელს უწყობდეს უკრაინაში ომს. ჩვენ ევროკავშირთან და სხვა ქვეყნებთან ერთად წარვადგენთ ჩვენს სანქციებს, რათა დავრწმუნდეთ, რომ მათ მაქსიმალური გავლენა ექნებათ" - განაცხადა ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

უიტფელდტის თქმით, სანქციები არის პასუხი უკრაინაში რუსეთის არალეგალურ თავდასხმაზე და ასევე ნორვეგიის მხრიდან უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობის გამოხატვა.

სამინისტრო აცხადებს, რომ ნორვეგიის მოქალაქეებსა და კომპანიებს და ასევე ნორვეგიაში მყოფ სხვა ქვეყნის მოქალაქეებსა და კომპანიებს აქვთ ვალდებულება დაემორჩილონ დაწესებულ სანქციებს. მათი დარღვევა სისხლის სამართლის დანაშაულია.

ხელისუფლება ნორვეგიულ ბანკებს მოუწოდებს შეიმუშაონ ეფექტური გზები, რათა შეაჩერონ სანქცირებული ინდივიდებისა და კომპანიების მხრიდან გადახდის მცდელობები.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა