Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

რუსეთისა და ჩინეთის ურთიერთობა კიდევ უფრო გაძლიერდება-ლავროვი

ნახვები: 692 რუსეთისა და ჩინეთის ურთიერთობა კიდევ უფრო გაძლიერდება-ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, მიმდინარე პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, ოფიციალური მოსკოვისა და ბეიჯინგის ურთიერთობა კიდევ უფრო გაძლიერდება.

"მაშინ, როცა დასავლეთი ძირს უთხრის ყველა იმ საფუძველს, რომელზეც დგას საერთაშორისო სისტემა, ჩვენ რა თქმა უნდა - როგორც ორმა დიდმა ძალამ, უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ გავაგრძელოთ ცხოვრება", - თქვა ლავროვმა.

18 მარტს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი სატელეფონო საუბრისას გააფრთხილა, რომ თუ ბეიჯინგი რუსეთს დაეხმარება, ამას შედეგები მოჰყვება. პასუხად, ჩინური მედიის მიხედვით, სი ძინპინმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომი "არავის ინტერესში არ შედის".

სხვადასხვა უცხოური მედიით რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა ჩინეთს უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომში დახმარება სთხოვა, თუმცა ჩინეთი ამ ინფორმაციას უარყოფს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა