კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

უკრაინის გენშტაბი - რუსეთის არმიამ თითქმის სრულად დაკარგა 331-ე გვარდიის საჰაერო-სადესანტო პოლკის რაზმი

ნახვები: 417 უკრაინის გენშტაბი - რუსეთის არმიამ თითქმის სრულად დაკარგა 331-ე გვარდიის საჰაერო-სადესანტო პოლკის რაზმი

რუსეთის არმიამ თითქმის სრულად დაკარგა 331-ე გვარდიის საჰაერო-სადესანტო პოლკის რაზმი, რომელიც მონაწილეობდა საომარ მოქმედებებში კიევის მიმართულებით, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციაშია მითითებული.

„რუსული სამხედრო შეჭრის საპასუხოდ უკრაინელი ხალხის გმირული წინააღმდეგობის 25-ე დღე გრძელდება. თავდაცვის ძალების მოქმედებების მდგომარეობაში, პოზიციასა და ხასიათში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ ყოფილა. უკრაინის დამცველები ოკუპანტების წინააღმდეგ ეფექტურ ბრძოლას აგრძელებენ“, – ნათქვამია გენშტაბის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, უკრაინის საჰაერო ძალების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ სამი ერთეული რუსული საბრძოლო ვერტმფრენი ჩამოაგდო.

როგორც უკრაინის გენშტაბში აღნიშნავენ, გასული დღის განმავლობაში რუს ოკუპანტებს აქტიური შეტევითი მოქმედებები არ განუხორციელებიათ და ყურადღება გაამახვილეს არსებული დანაკარგების შევსებაზე, ნაწილობრივ გამანადგურებული ტექნიკის აღდგენასა და უკრაინის ტერიტორიაზე უცხოელი სამხედრო დაქირავებულების გადაყვანაზე.

„ცნობილი გახდა, რომ 331-ე გვარდიის საპარაშუტო-სადესანტო რაზმიდან, რომელიც კიევის მიმართულებით საომარ მოქმედებებში მონაწილეობდა, მხოლოდ ერთი სამხედრო გადარჩა და ის საავადმყოფოშია. გარდა ამისა, დონეცკის რეგიონის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსმა კურატორებმა პირველი არმიის კორპუსის შესავსებად მობილიზაციის მორიგი ტალღა გამოაცხადეს. მობილიზებულთა ასაკობრივი ზღვარი 65 წლამდე გაიზარდა. იგივეა მოსალოდნელი ლუგანსკის რეგიონის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე, იმის გათვალისწინებით, რომ ჯარისკაცების გვამებით სავსე სატვირთო ავტომობილები ყოველდღე ჩადის მეორე არმიის კორპუსის ოპერაციების ზონიდან, ლუგანსკის, სოროკინოსა და დოლჟანსკოეს დასახლებებში“, – ნათქვამია უკრაინის გენშტაბის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, რუსული ჯარები აგრძელებენ ომის წესების შესახებ საერთაშორისო კონვენციების უხეშ დარღვევას.

„მასობრივად ფიქსირდება უკრაინის შეიარაღებული ძალების ფორმის გამოყენების ფაქტები რუსი დივერსანტების მიერ“, – ნათქვამია გენშტაბის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ოკუპანტები ტერორისტული მეთოდებით იყენებენ მკაცრ ადმინისტრაციულ საპოლიციო რეჟიმს და შეგნებულად ქმნიან პირობებს ჰუმანიტარული კრიზისისთვის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

გასულ დღის განმავლობაში საჭირო პირველადი საკვებითა და მედიკამენტებით დატვირთული 14 ერთეული სატვირთო ავტომობილი დნეპროპეტროვსკის რეგიონიდან ხერსონის რეგიონში გაიგზავნა. რუსმა ოკუპანტებმა ჰუმანიტარული კოლონა ადგილზე არ შეუშვეს. ამრიგად, ისინი ცდილობენ აიძულონ ადგილობრივი მოსახლეობა თანამშრომლობისკენ.

პარალელურად, ოკუპანტები ავრცელებენ ბუკლეტებს საოკუპაციო ადმინისტრაციასთან დაკავშირების წინადადებებით. მოქალაქეებს საკრედიტო ვალების ჩამოწერას, ადგილობრივ მეწარმეებს კი ბიზნესის კეთების უპირატესობებს ჰპირდებიან.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა