კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

განაწყენებული ვარ, რადგან მიყვარს მოგზაურობა- პესკოვის შვილი მისთვის დაწესებულ სანქციებს გამო განაწყენებულია

ნახვები: 435 განაწყენებული ვარ, რადგან მიყვარს მოგზაურობა- პესკოვის შვილი მისთვის დაწესებულ სანქციებს გამო განაწყენებულია

ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის შვილი, ელიზავეტა პესკოვა, მის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს დაუსაბუთებელსა და უსამართლოს უწოდებს. ამის შესახებ მან Business Insider-თან ისაუბრა.

პესკოვა აცხადებს, რომ მას უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე გავლენის მოხდენა არ შეუძლია, შესაბამისად უკვირს ის შეზღუდვები რაც მასა და მის ძმას დაუწესეს.

„ეს მე აბსოლუტურად უსამართლოდ და დაუსაბუთებლად მეჩვენება. მე გამიკვირდა, რადგან უცნაურია დაუწესო სანქციები ადამიანს, ვინც 24 წლისაა და სიტუაციასთან არანაირი კავშირი აქვს" - აცხადებს პესკოვის შვილი.

ლიზა პესკოვას თქმით, სხვა რუსებისგან განსხვავებით სანქციები მის ფინანსურ მდგომარეობაზე გავლენას ვერ მოახდენს, თუმცა ის განაწყენებულია მოგზაურობაზე მისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო.

„მე განაწყენებული ვარ, რადგან მიყვარს მოგზაურობა, მიყვარს სხვადასხვა კულტურა. მე მსოფლიოს მოქალაქე ვარ და ამას ვერ შევცვლი" - აცხადებს ის.

პესკოვა აცხადებს, რომ არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ ყველგან მშვიდობის მომხრეა, თუმცა ინტერვიუში უკრაინაში რუსეთის დაწყებული ომის შესახებ საუბარზე უარი თქვა.

„მე მხოლოდ სანქციებზე შემიძლია ვისაუბრო და ის ვთქვა, რასაც ახლა ვგრძნობ და ვფიქრობ სანქციებზე" - აცხადებს ის.

აღსანიშნავია, რომ Business Insider-ის ინფორმაციით, ელიზავეტა პესკოვამ ომის დაწყებისას ინსტაგრამის Stories-ში დაწერა "არა ომს", თუმცა შესაბამისი მასალა გვერდიდან მალევე წაშალა.

სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე ბოლო პოსტში საკუთარი ტელეგრამის არხი აქვს მითითებული, სადაც რუსეთში აპლიკაციის გაუქმების შემდეგ გადავიდა.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის ცოლისა და ზრდასრული შვილებისთვის სანქციების დაწესების შესახებ 11 მარტს განაცხადა.

დიმიტრი პესკოვის ცოლი მოციგურავე ტატიანა ნავკაა. პესკოვს 5 შვილი ჰყავს, მათგან 2 ზრდასრულია.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა