თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ვოლოდიმირ ზელენსკი - ისრაელს მოუწევს ცხოვრება თავის გადაწყვეტილებებთან ერთად

ნახვები: 673 ვოლოდიმირ ზელენსკი - ისრაელს მოუწევს ცხოვრება თავის გადაწყვეტილებებთან ერთად

ისრაელს მოუწევს ცხოვრება თავის გადაწყვეტილებებთან ერთად, რომ უკრაინას შეიარაღებას არ აძლევს და თავს იკავებს რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციებზე მიერთებაზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისრაელის პარლამენტისთვის მიმართვისას განაცხადა.

ზელენსკის თქმით, უკრაინასა და ისრაელს თავისი მტრების მხრიდან მსგავსი საფრთხე ემუქრებათ – „ჩვენი ხალხის, ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი კულტურის სრული განადგურება, თუნდაც სახელის: უკრაინა, ისრაელი.“

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, 24 თებერვალი – თარიღი, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ასევე არის გერმანიის ნაციონალ-სოციალისტური მუშათა პარტიის დაფუძნების თარიღი, რომელიც 1920 წელს შეიქმნა.

„ჩვენი ხალხი ახლა დახეტიალობს სამყაროში, ეძებს ადგილს, ისევე როგორც თქვენ ადრე… ეძებენ უსაფრთხოებას, ცდილობენ დარჩნენ ცოცხალი და მშვიდობიანად. ზუსტად ის, რასაც ეძებდით. რუსეთის შეჭრა უკრაინაში არ არის სამხედრო ოპერაცია, როგორც ეს მოსკოვშია წარმოდგენილი. ეს არის ყოვლისმომცველი ომი, არალეგიტიმური, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ქალაქების, ჩვენი კულტურისა და ჩვენი შვილების განადგურებას. ყველაფერი, რაც უკრაინელებს უკრაინელებად აქცევს. რუსები ნაცისტური პარტიის ტერმინოლოგიას იყენებენ, ყველაფრის დანგრევა უნდათ. ნაცისტებმა ამას უწოდეს „ებრაული საკითხის საბოლოო გადაწყვეტა“, ახლა კი მოსკოვში ამ სიტყვებს იყენებენ, „საბოლოო გადაწყვეტა“.  მაგრამ ახლა ეს ჩვენსა და უკრაინის საკითხის წინააღმდეგაა მიმართული“, – თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა დახმარებისთვის მიმართა ისრაელის კანონმდებლებს და გააკრიტიკა ისინი იმის გამო, რომ ვერ მოახერხეს მისი ქვეყნის შეიარაღება, უარი თქვეს დიდი რაოდენობით ლტოლვილების მიღებაზე და უარი თქვეს რუსეთისა და მისი ინტერესების წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებზე.

„რა არის ეს? გულგრილობა? პოლიტიკური გათვლა? შუამავლობა მხარეების არჩევის გარეშე?ამ კითხვებზე პასუხის გაცემისთვის დაგტოვებთ, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ გულგრილობა კლავს. გამოთვლები შეიძლება იყოს არასწორი. თქვენ შეგიძლიათ შუამავლობა ქვეყნებს შორის, მაგრამ არა სიკეთესა და ბოროტებას შორის“, – თქვა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა