კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

თბილისის ბაგა-ბაღებში უკრაინიდან ჩამოსული 12 ბავშვია ჩარიცხული

ნახვები: 320 თბილისის ბაგა-ბაღებში უკრაინიდან ჩამოსული 12 ბავშვია ჩარიცხული

თბილისის ბაგა-ბაღებში უკრაინიდან ჩამოსული 12 ოჯახის სკოლამდელი ასაკის ბავშვი ჩაირიცხა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს" თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, ბაღების მართვის სააგენტო და ბაღების პერსონალი, სრულად არის მობილიზებული, რომ უკრაინიდან საქართველოში ჩამოსულ ბავშვებს უცხო გარემოსთან ადაპტაცია გაუმარტივდეთ. ამასთან, სააგენტო აგრძელებს უკრაინის მოქალაქეთა განცხადებების მიღებას შვილების ბაღებში რეგისტრაციასთან დაკავშირებით.

ცნობისთვის, უკრაინელი მოქალაქეებისთვის საჯარო ბაღებში რეგისტრაციის გამარტივების შესახებ ქალაქის მერის ინიციატივა თბილისის საკრებულომ 18 მარტს დაამტკიცა. კერძოდ, საქართველოში 1-ელი იანვრიდან შემოსული 2-დან 6 წლამდე ასაკის უკრაინელი ბავშვები, საჯარო ბაგა-ბაღებში ელექტრონული რეგისტრაციის და ბინადრობის ნებართვის გარეშე ჩაირიცხებიან.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა