კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

საქართველოში ქარის ელექტროსადგურების ინდუსტრიული წარმოების დაწყების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა

ნახვები: 380 საქართველოში ქარის ელექტროსადგურების ინდუსტრიული წარმოების დაწყების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტასა“ და „საქართველოს ქარის ენერგიის ასოციაციას“ შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის ფარგლებშიც მათ ვალდებულება აიღეს, კომპეტენციის ფარგლებში, ხელი შეუწყონ საქართველოში ქარის ელექტროსადგურების ინდუსტრიული წარმოების დანერგვას, რაც თავის მხრივ, გამოიწვევს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ქარის ელექტროსადგურების ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაში ინტეგრირებას და ელექტროენერგიის წარმოებას. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მემორანდუმს სამინისტროს მხრიდან ხელი მოაწერა მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ, სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო – ტექნიკური ცენტრის „დელტას“ მხრიდან კომპანიის გენერალურმა დირექტორმა იოსებ ლოლაძემ და საქართველოს ქარის ენერგიის ასოციაციის მხრიდან მისმა პრეზიდენტმა მამუკა მიქაშავიძემ.

მემორანდუმი ითვალისწინებს მოლაპარაკებების დაწყებას ქარის ელექტროენერგიის მაგენერირებელი დანადგარების მწარმოებელ მოწინავე კომპანიებთან, აგრეთვე როგორც ასეთი ტიპის დანადგარების, ასევე მისი კომპონენტების შესყიდვის მსურველ, დაინტერესებულ პირებთან.

დოკუმენტის თანახმად, მხარეები ასევე მიმართავენ ძალისხმევას, პოტენციური ინვესტორების მოსაძიებლად, რომლებიც დაინტერესებული იქნებიან საქართველოს ტერიტორიაზე ქარის ელექტროსადგურების შემადგენელი კომპონენტების წარმოების დაფინანსებით და განვითარებით ან/და მათი შესყიდვით.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ახალი საწარმო, რომელიც დაამზადებს მსოფლიო სტანდარტების გათვალისწინებით ქარის გენერატორებს და მისი მაკომპლექტებელ ნაწილებს, „დელტას“ საკუთრებაში/სარგებლობაში არსებულ ტერიტორიაზე განთავსდება.

მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობას საქართველოს მთავრობასთან, შესაბამის უწყებებთან, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან, ფინანსურ ინსტიტუტებთან,  დაინტერესებულ ბიზნეს წრეებთან, საქართველოში ქარის ენერგიის გამოყენებით, ელექტროენერგიის მიღებასა და მოსახლეობისათვის მიწოდების სწრაფი განვითარებისათვის.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა