კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ევროკავშირის წარმომადგენლობა - ჯოზეფ ბორელმა სალომე ზურაბიშვილთან აღნიშნა ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ

ნახვები: 353 ევროკავშირის წარმომადგენლობა - ჯოზეფ ბორელმა სალომე ზურაბიშვილთან აღნიშნა ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელის საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა.

„ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი/ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო და გაუმართლებელი აგრესიის რეგიონული შედეგების განსახილველად სამშაბათს ტელეფონით ესაუბრა.

უმაღლესმა წარმომადგენელმა ბორელმა ხაზგასმით აღნიშნა ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ უკრაინაზე თავდასხმის კონტექსტში და დაარწმუნა პრეზიდენტი ზურაბიშვილი, რომ ევროკავშირი მზად არის, გაააქტიუროს საქართველოსთან თანამშრომლობა მისი მედეგობის გასაძლიერებლად.

უმაღლესმა წარმომადგენელმა პრეზიდენტ ზურაბიშვილის პოზიცია უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით დადებითად შეაფასა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის უკრაინაზე თავდასხმამ უზარმაზარი მასშტაბის ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია, ევროპის უსაფრთხოება სერიოზულად დააზიანა და საერთაშორისო პრინციპებსა და საერთაშორისო სამართალს სრულად არღვევს. მათ რეგიონის უსაფრთხოებაზე ამ მოვლენების ზეგავლენა და ასევე რუსეთის აგრესიის მიერ პროვოცირებული უარყოფითი ეკონომიკური შედეგები განიხილეს.

უმაღლესმა წარმომადგენელმა/ვიცე-პრეზიდენტმა ბორელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – აღნიშნულია ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა