კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

თამარ კორძაია - არ შეიძლება, გიორგი გახარიას არ დავუფასოთ გონივრული ნაბიჯი

ნახვები: 620 თამარ კორძაია - არ შეიძლება, გიორგი გახარიას არ დავუფასოთ გონივრული ნაბიჯი

არ შეიძლება, არ დავუფასოთ გიორგი გახარიას გონივრული ნაბიჯი, რადგან ჩვენ მუდმივად ხაზს ვუსვამდით, რომ ჩვენი პროტესტი იყო სამართლიანი, - ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „რესპუბლიკური პარტიის" წევრმა თამარ კორძაიამ განუცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია ითხოვდა სწორედ იმას, რომ არ დაეკავებინათ ოპოზიციური პარტიის ლიდერი.

კორძაიას განცხადებით, ოპოზიციის მშვიდობიანმა პროტესტმა და დაუღალავმა შრომამ პირველი შედეგი გამოიღო.

„წითელი ხაზი რიგგარეშე არჩევნების თემის შემდეგ იყო ნიკა მელიას დაკავების საკითხი. არ შეიძლება, არ დავუფასოთ გიორგი გახარიას ეს გონივრული ნაბიჯი, რადგან ჩვენ მუდმივად ხაზს ვუსვამდით იმას, რომ ჩვენი პროტესტი იყო სამართლიანი და ვითხოვდით, რომ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერის დაკავება არ მომხდარიყო. დარწმუნებული ვიყავით, ვერ მოხდებოდა. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ „ქართული ოცნების" იმ ლიდერებმა, რომლებმაც დღეს განცხადება გააკეთეს, იქნებ იფიქრონ უფრო მეტი, რომ მათაც გადმოდგან კონსტრუქციული ნაბიჯები და დავიწყოთ მოლაპარაკებები რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგან პირველი და მთავარი დღეს ნიკა მელიას ადვოკატმა გაახმოვანა, რომ აუცილებელია, პროკურატურამ დასვას საკითხი პატიმრობის გაუქმებასთან დაკავშირებით. ამასთან, აუცილებელია დავიწყოთ მოლაპარაკებები და „ქართული ოცნება" წამოვიდეს რეალურ მოლაპარაკებებზე, გადმოდგან ნაბიჯი. ოპოზიციის მშვიდობიანმა პროტესტმა და დაუღალავმა შრომამ, რომ ჩვენ მხარეს იყო სიმართლე და ვიცავდით მილიონ 200 000 ამომრჩევლის ხმას, ამ შემთხვევაში, პირველი შედეგი გამოიღო. ჩვენ ასევე მშვიდობიანად მოვითხოვთ ამ ქვეყნის წინსვლასა და განვითარებას. პირველი, უნდა მოიხსნას კრიზისი ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით და შემდგომ უნდა დავიწყოთ საუბრები არჩევნებზე", - განაცხადა თამარ კორძაიამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გადადგა. ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა