კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

დღეს ჩვენი ჯარი არის ძლიერი და ნატო-სთან ურთიერთთავსებადი მეტად, ვიდრე ოდესმე-ღარიბაშვილი

ნახვები: 410 დღეს ჩვენი ჯარი არის ძლიერი და ნატო-სთან ურთიერთთავსებადი მეტად, ვიდრე ოდესმე-ღარიბაშვილი

მინდა, მოგესალმოთ ყველას ნატო-საქართველოს სამეთაურო-საშტაბო სწავლებაზე, რომელიც უკვე მესამედ ტარდება საქართველოში და რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს თავდაცვის ძალების მზადყოფნის გაძლიერების, მართვის გაუმჯობესებისა და ალიანსთან თავსებადობის ამაღლების თვალსაზრისით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „ნატო-საქართველოს სწავლება 2022" - ის ფარგლებში საპატიო სტუმრების დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს სწავლება ნატო-ს მხრიდან საქართველოს ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის კიდევ ერთი ნათელი დასტურია.

„ნატო-საქართველოს სწავლება 2022-ის ყველა საფეხური დაგეგმვიდან შეფასების პროცესამდე ჩვენი სამხედროების მიერ ხორციელდება ნატო-ს სტანდარტების მიხედვით. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ჯარის და ამ შემთხვევაში მისი მართვის რგოლის მაღალ კვალიფიციურობასა და პროფესიონალიზმს. ეს არის ჩვენი გრძელვადიანი და სისტემური თავდაცვის პოლიტიკის შედეგი, რომლის მიზანიცაა, გვყავდეს საუკეთესო მომზადების, თანამედროვე, ძლიერი ჯარი, რომელიც ეფექტურად დაიცავს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებასა და უსაფრთხოებას. მინდა ამაყად ვთქვა, რომ დღეს ჩვენი ჯარი არის ძლიერი და ნატო-სთან ურთიერთთავსებადი მეტად, ვიდრე ოდესმე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა