კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

საქართველოში არავითარ შემთხვევაში არ იქნება შავი ხვრელი-ირაკლი ქადაგიშვილი

ნახვები: 408 საქართველოში არავითარ შემთხვევაში არ იქნება შავი ხვრელი-ირაკლი ქადაგიშვილი

საქართველოში არავითარ შემთხვევაში არ იქნება შავი ხვრელი, ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ისტორიის ნათელ მხარეს, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილს ჟურნალისტებმა სთხოვეს, შეეფასებინა საქართველოში საფრანგეთის ელჩის დიეგო კოლასის დღევანდელი განცხადება, სადაც ის ამბობს: „დიდი იმედი და მოლოდინი გვაქვს, რომ ასეთ კომპლექსურ გარემოში, საქართველო ყურადღებით დააკვირდება, რომ არ გახდეს შავი ხვრელი ბიზნესის საწარმოებლად, როგორიც არის მაგალითად, ტაჯიკეთი".

„ზოგადად საუბარი იყო, არსებობს თუ არა საფრთხეები, რომ რუსეთმა საქართველოს ღია ეკონომიკა სანქციების არიდების გზად გამოიყენოს. საფრანგეთის ელჩმა აღნიშნა, რომ იმედი აქვს, ეს არ მოხდება და ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა არის ამ თვალსაზრისით საქართველოს ხელისუფლებასთან. ბუნებრივია, საქართველოში არავითარ შემთხვევაში არ იქნება შავი ხვრელი, ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ისტორიის ნათელ მხარეს.

ოპოზიციამ რაც არ უნდა გვაბრალოს, რომ შავი ხვრელები არსებობს პუტინისთვის იარაღების მისაწოდებლად, მგონი, ამ აბსურდზე საუბარი ქართულ მედიასივრცეშიც და საზოგადოებაშიც სამუდამოდ უნდა დავამთავროთ, რადგან ეს დამაზიანებელია მთლიანად ქვეყნისთვის. ძირითადი არის საბანკო ოპერაციები, რითაც ხდება სანქციების არიდება. ტვირთების გადაადგილება ვერ მოხდება. როგორც კი, სანქციების საკითხი დადგა, მაშინვე „ვითიბი ჯორჯიას" დახურვა მოხდა და ყველა იურიდიული, კერძო პირი სხვადახვა საბანკო სისტემაში გადანაწილდა. ეს ერთი მაგალითია, რაზეც საქართველომ რეაგირება გააკეთა", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა