კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ევროკავშირი ლტოლვილთა დასახმრებლად ახალ პაკეტს მიიღებს

ნახვები: 461 ევროკავშირი ლტოლვილთა დასახმრებლად ახალ პაკეტს მიიღებს

ევროკავშირის მიზანია, დაეხმაროს წევრ ქვეყნებს, რუსეთ-უკრაინის ომის გამო უკრაინიდან წამოსულ ადამიანებს და უზრუნველყოს ისინი საცხოვრებელი პირობებითა და სამსახურით, ასევე განათლებითა და სამედიცინო მომსახურებით. ამისთვის კომისია 3 მილიარდ ევროზე მეტ გამოყოფს.

გაეროს მონაცემებით, მას შემდეგ, რაც რუსული ტანკები უკრაინის საზღვარზე შეიჭრნენ და მოსკოვმა ქალაქების დაუნდობელი დაბომბვა დაიწყო,  3,6 მილიონზე მეტი ადამიანი – ძირითადად ქალები და ბავშვები – უკრაინიდან მეზობელ ქვეყნებში თავშესაფრის საძიებლად გადადიან.

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა მარგარიტის შინასმა განაცხადა, რომ ახალი ზომები ამ თვის დასაწყისში გამოცემული „დროებითი დაცვის დირექტივისა“ და ევროპის მასშტაბით ლტოლვილების მიღების ინიციატივის საფუძველზე მიიღეს.

“ევროკავშირმა საოცარი მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინას, თუმცა ეს არ არის საკმარისი,  სწორედ ამიტომ გვინდა წამოვიწყოთ ახალი ინიციატივა, რომელიც უსაფრთხო სახლების  შეთავაზებას გულისხმობს და ვნახოთ, როგორ შეგვიძლია ვითანამშრომლოთ კერძო სექტორთან და შევქმნათ ახალი ინოვაციური პარტნიორობა ადგილობრივ, ეროვნულ და ევროკავშირის დონეზე იმ ევროპელების მხარდასაჭერად, რომლებიც თავიანთი სახლის კარს უღებენ  ლტოლვილებს“, – განაცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა.

ახალი წესით გათვალისწინებულია უკრაინაში დაობლებული ბავშვების უსაფრთხო ტრანსპორტირება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან უკვე გახშირდა ბავშვებისა და სხვა ლტოლვილების ტრეფიკინგის შემთხვევები.

ევრონიუსჯორჯია

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა