კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

UNICEF: რუსეთის აგრესიის გამო, უკრაინაში 4,3 მილიონი ბავშვი იძულებით გადაადგილებულად იქცა

ნახვები: 299 UNICEF: რუსეთის აგრესიის გამო, უკრაინაში 4,3 მილიონი ბავშვი იძულებით გადაადგილებულად იქცა

უკრაინაში რუსეთის აგრესიის გამო, ერთი თვის განმავლობაში 4,3 მილიონი ბავშვი იქცა იძულებით გადაადგილებულად.

აღნიშნულის შესახებ „იუნისეფი“ იტყობინება.

გაერო-ს ბავშვთა ფონდის ინფორმაციით, უკრაინაში 7,5 მილიონი ბავშვიდან, რუსეთის აგრესიის გამო 4,3 მილიონი იძულებით გადაადგილებულად იქცა, რომელთაგან 1,8 მილიონმა ქვეყანა დატოვა.

„ომმა გამოიწვია ბავშვების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მასობრივი გადაადგილება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ეს არის ავის მომასწავებელი მომენტი, რომელსაც შეიძლება, გრძელვადიანი გავლენა ჰქონდეს მომავალ თაობებზე. მიმდინარე საშინელი ძალადობის გამო ბავშვების უსაფრთხოება, კეთილდღეობა და ძირითადი სერვისების ხელმისაწვდომობა საფრთხეშია“, – ნათქვამია იუნისეფის დირექტორის ქეთრინ რასელის განცხადებაში.

ამასთან, ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის ოფისის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან უკრაინაში 78 ბავშვი დაიღუპა და 105 დაშავდა, თუმცა საუბარია მხოლოდ იმ შემთხვევებზე, რომელთა დადასტურებაც გაერო-მ შეძლო.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა