კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

უკრაინის შემდეგ, საქართველო ყველაზე დიდი საფრთხის მქონე ქვეყანაა-გია ვოლსკი

ნახვები: 433 უკრაინის შემდეგ, საქართველო ყველაზე დიდი საფრთხის მქონე ქვეყანაა-გია ვოლსკი

საქართველოს სახელით მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე არავინ ყოფილა წარმოდგენილი, იქ თავის კერძო ინიციატივით ჩავიდა რამდენიმე ექსპერტი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

გია ვოლსკიმ კომენტარი გააკეთა მოსკოვში, გონჩაკოვის ფონდში გამართულ შეხვედრაზე გრიგორი კარასინის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ საერთაშორისო სანქციებზე საქართველოს პოზიცია შეუმჩნეველი არ დარჩება.

„საქართველოს სახელით იმ შეხვედრაზე არავინ ყოფილა წარმოდგენილი. იქ თავის კერძო ინიციატივით ჩავიდა რამდენიმე ექსპერტი. ყველას გვარი არ მახსოვს. მნიშვნელოვანი არის ის, რომ კარასინი და რუსეთის წარმომადგენლები აკეთებენ განცხადებას, რომელიც მათ სჭირდებათ იმისთვის, რათა შემდეგ კითხვა დასვათ. იმათ თავისი ხედვა და პოზიცია აქვთ და ამ თემაზე ჩვენს სივრცეში კამათიც არ ღირს. რაც შეეხება საექსპერტო ჯგუფის იქ მოგზაურობას, რასაკვირველია, ამას მხარს ვერ დავუჭერ, რადგან ეს არის იმ პრინციპებზე და იმ ინტერესებზე წინ გადახტომა, რომელიც სახელმწიფოს გააჩნია, არც სარგებლიანია და უფრო უარყოფითად შეიძლება, იყოს განხილული, თუმცა მათი დონე არ განაპირობებს სახელმწიფო პოზიციის ჩამოყალიბებას, ან ცვლილებას, ან ერთი ან მეორე მიმართულებით", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

კითხვაზე, რატომ აქებს რუსეთი „ქართული ოცნების" ხელისუფლების ქმედებებს, გია ვოლსკიმ აღნიშნა:

„რეალურად, ის შეკითხვა და არგუმენტი - კი მაგრამ, რუსეთის ფედერაცია თუ თბილისს ბომბებით არ ესხმის თავს, ე.ი. თქვენ პრორუსულები ხართ და არ ხართ პროდასავლურები, ეს საკმაოდ უბადრუკი არგუმენტია და ამ არგუმენტს თავისი სტრატეგიული ინტერესი და მიმართულება აქვს. მიმართულება გარკვეულწილად გამოიხატება ხშირ შემთხვევაში, მათ შორის პოლიტიკური წარმომადგენლების განცხადებებისგან. დღეს რუსეთს ასე სჭირდება. ხვალ შეიძლება, სულ სხვანაირად დასჭირდეს, მაგრამ მინდა, ერთი რამ ვთქვა ყველას გასაგონად, როგორი პოლიტიკური გემოვნებაც არ უნდა ჰქონდეს, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ საქართველო უკრაინის შემდეგ არის ყველაზე დიდი საფრთხის მქონე ქვეყანა, სწორედ რუსეთის მხრიდან. იმის მიუხედავად, კარასინი გაგახარებთ თავის განცხადებით თუ არა, ჩვენ ვართ ნომერი პირველი სამიზნე, ეს გვახსოვდეს ყველას. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ საქართველოს, მის საზოგადოებას სამიზნის რეალიზაცია როგორმე თავიდან ავაცილოთ. არსებობს პოლიტიკური ძალები, რომელთა მიზანია, სამიზნე რეალურად ვიქცეთ და ამ სიტუაციაში შეიძლება, შემდეგ პოლიტიკური დივიდენდი მიიღოს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ჟურნალისტის კითხვაზე, საფრთხეების განსახილველად რატომ არ ტარდება უშიშროების საბჭოს სხდომა გაფართოებულ ფორმატში, ვოლსკიმ განაცხადა, რომ ოპოზიციის მონაწილეობით მსგავსი შეხვედრების გამართვა შეიძლება, უფრო საფრთხის შემცველი გახდეს.

„ოპოზიციის როლი, ამ შემთხვევაში, იმდენად ნეგატიური და დესტრუქციულია, ყოველ შემთხვევაში, ძირითადი ძალის, რომელიც უპირისპირდება ნებისმიერ იდეას, წამოწყებას, აზრს და პრაქტიკულად ოპოზიციონერობიდან დესტრუქციულობის აქტიურ ფაზაში უკვე გადავიდა, რომ მათთან ერთად, თუნდაც, დახურულ ფორმატში საკითხის განხილვა შეიძლება, უფრო საფრთხის შემცველი გახდეს და მოამრავლოს საფრთხეები ჩვენს გარშემო. რაც შეეხება უშიშროების საბჭოს სხდომას, მე არ ვიცი, თქვენ რატომ არ კითხულობთ, ტარდება თუ არა ყოველდღიურად ინტენსიური სამუშაო შეხვედრები იმ სტრუქტურების მონაწილეობით, რომელიც ჩვენს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლები არიან. ტარდება მათ შორის, ეკონომიკურ გუნდთან და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებთან. მიუხედავად ამხელა შიდა დესტრუქციული ძალის მოქმედებისა, ასე თუ ისე, ქვეყანა უკვე დიდი ხანია, ინარჩუნებს სტაბილურობას", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა