კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც სერგეი შოიგუ უწყებაში გამართულ სხდომას თავმჯდომარეობს

ნახვები: 570 რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც სერგეი შოიგუ უწყებაში გამართულ სხდომას თავმჯდომარეობს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ უწყებაში სხდომას თავმჯდომარეობს. რუსეთის თავდაცვის უწყების მტკიცებით, თავდაცვის სამინისტროში თათბირი 26 მარტს ჩატარდა.

აღსანიშნავია, რომ მანამდე, მედიასა და სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილებოდა სერგეი შოიგუს საჯარო სივრციდან „გაუჩინარება". გუშინ კი, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშენკომ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ შოიგუს საჯარო სივრცეში არგამოჩენის მიზეზი გულის შეტევა გახდა.

ამასთან, როგორც ვიდეოკადრებში შოიგუ აღნიშნავს, მისი უწყება შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის წინაშე ყველა სოციალურ ვალდებულებას სრულად ასრულებს. გავრცელებულ ვიდეოში მინისტრი აღნიშნავს, რომ ხელისუფლება გეგმურად ასრულებს სახელმწიფო თავდაცვით შეკვეთებს და სანქციების მიუხედავად, სახელმწიფო კონტრაქტების შესრულების დონე 85 %-ს შეადგენს.

„სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩატარების გათვალისწინებით, მიმდინარე წელს აუცილებელია ჯარში პერსპექტიული შეიარაღების მიწოდების მოცემული ტემპების შენარჩუნება, მათ შორის, რობოტიზირებული კომპლექსების, საინფორმაციო უზრუნველყოფისა და რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებების, ასევე, ბუნებრივია, როგორც ეს ყოველთვის იყო, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის", - ამბობს შოიგუ თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ვიდეოში.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა