კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

რუსი სამხედროები სლავუტიჩში შევიდნენ, ქუჩაში ასობით ადამიანი გამოვიდა

ნახვები: 437 რუსი სამხედროები სლავუტიჩში შევიდნენ, ქუჩაში ასობით ადამიანი გამოვიდა

რუსი სამხედროები უკრაინის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ სლავუტიჩში შევიდნენ.

ქალაქის ასობით მცხოვრები პროტესტის ნიშნად ქუჩაში გამოვიდა.

26 მარტის დილას კიევის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლექასნდრ პავლიუკმა თქვა, რომ "რუსი ოკუპანტები შევიდნენ სლავუტიჩში და ქალაქის ჰოსპიტალი დაიკავეს".

ქალაქის მთავარ მოედანზე გამოსული მოქალაქეები სკანდირებდნენ: "დიდება უკრაინას", "სლავუტიჩი უკრაინაა". გაიშალა უკრაინის დიდ დროშა.

ადგილზე მინიმუმ სამჯერ ისროლეს ცრემლსადენი გაზი.

მოგვიანებით ადგილზე ისმოდა ცეცხლსასროლი იარაღის სროლის ხმა.

რუსმა თავდამსხმელებმა გაიტაცეს სლავუტიჩის მერი, იური ფომიჩივი. ის რამდენიმე საათის შემდეგ გათავისუფლდა და მოქალაქეებსაც მიმართა.
რუსი სამხედრო ქვეითები სლავუტიჩში რამდენიმედღიანი საჰაერო თავდასხმის - დაბომბვების შემდეგ შევიდნენ. ქალაქი მდინარე დნეპრთან, კიევის ჩრდილოეთით 150 კილომეტრში მდებარეობს და ახლოს არის ბელარუსის საზღვართან.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ქალაქი რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველივე დღეებიდან ფაქტობრივად იზოლირებულია.

ქალაქი სლავუტიჩი ჩერნობილის ატომური სადგურის თანამშრომლებისთვის 1986 წლის კატასტროფის შემდეგ აშენდა.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა