Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

ჯო ბაიდენი - თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის წინა ხაზზე არის უკრაინა

ნახვები: 408 ჯო ბაიდენი - თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის წინა ხაზზე არის უკრაინა

თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის წინა ხაზზე არის უკრაინა, უკრაინელებო, ჩვენ თქვენ გვერდით ვდგავართ, – ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვარშავაში, პოლონეთის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ქვეყნის დედაქალაქის ქუჩებში შეკრებილი მოქალაქეებისადმი სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

„ახლა თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის წინა ხაზზე არიან უკრაინა და უკრაინელი ხალხი. ისინი იბრძვიან საკუთარი ერის გადასარჩენად. მათი მამაცი წინააღმდეგობა არის უფრო დიდი ბრძოლის ნაწილი, ბრძოლის დემოკრატიის მთავარი პრინციპებისთვის, რომელიც ყველა თავისუფალ ხალხს აერთიანებს. კანონის უზენაესობა, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, სიტყვის თავისუფლება, შეკრების უფლება, რელიგიის თავისუფლება, პრესის თავისუფლება – ეს პრინციპები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თავისუფალ საზოგადოებებში. მაგრამ ამ პრინციპებს მუდმივად ებრძოდნენ. მსოფლიო არ არის სრულყოფილი, როგორც ჩვენ ეს ვიცით. ზოგიერთის ამბიციებია, მუდმივად დომინირებდნენ ბევრის თავისუფლებასა და სიცოცხლეზე. ჩემი გზავნილი უკრაინელი ხალხისადმი მე დღეს გადავეცი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს და თავდაცვის მინისტრს, რომლებიც მჯერა, აქ არიან; ეს გზავნილი შემდეგია – ჩვენ თქვენ გვერდით ვდგავართ“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა