Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea
Ukraine’s new military leadership vows stronger strikes and technological advantage over Russia
Rubio to discuss Russia's war against Ukraine at meeting with Lavrov
ლევან ხაბეიშვილი: „ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა“
დიპლომატიურ კორპუსს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს
მიხეილ სააკაშვილი - სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში
საიას თავმჯდომარე: ვახო სანაიას „ფეისბუქ-პოსტის“ გამო პატიმრობა დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯაა
გოჩა მირცხულავა: აქ „XXX“ არავინ არის. ანუ თუ ვახო სანაიას საქმეში კონტექსტია მთავარი, მაშინ მოდით, კონტექსტზე ვისაუბროთ...

არჩილ თალაკვაძე - სათანადოდ ვაფასებთ რისკებს

ნახვები: 407 არჩილ თალაკვაძე - სათანადოდ ვაფასებთ რისკებს

სათანადოდ ვაფასებთ რისკებს, რომელიც რეგიონში არსებობს და სწორედ ამიტომ, დღეს გვაქვს განსაკუთრებული და გაძლიერებული თანამშრომლობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაშიაქტუალური შაბათიმაკა ცინცაძესთან ერთადგანაცხადა.

ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ასევე ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს და ეროვნული ინტერესების დაცვას, მით უმეტეს, როცა საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი არის ოკუპირებული რუსეთის მიერ. ვინ, თუ არა საქართველომ, ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს რუსეთთან ომი და რას ნიშნავს ოკუპაცია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში დღემდე გრძელდება“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ამ განცხადებით არჩილ თალაკვაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა დამატებითი უსაფრთხოების გარანტიები შეიძლება, ჰქონდეს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებისგან ამ ვითარებაში, ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტორის გათვალისწინებით რა რისკებს ხედავს ხელისუფლება უსაფრთხოების თვალსაზრისით.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, დღეს უკრაინის მხარდასაჭერად არის მთელი დასავლური საზოგადოების უპრეცედენტო კონსოლიდაცია.

ეს არის კონსოლიდაცია მშვიდობისთვის და უსაფრთხოებისთვის. დაუკვირდით, ყველა ლიდერი სახელმწიფო და პასუხისმგებლიანი პარტნიორი ამ მომენტში დაკავებულია იმით, რომ იფიქროს და გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომელიც მოემსახურება უსაფრთხოებას, ომის შეჩერებას და უკრაინისთვის გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფას. საქართველოც აქ არის, საქართველო ამ დღის წესრიგშია და ძალიან სამწუხაროა, რომ ქვეყნის შიგნით გვყავს ისეთი პოლიტიკური ძალები, რომლებიც პირდაპირ ამის წინააღმდეგ მუშაობენ. ისინი ცდილობენ, როგორმე, საქართველოს შიდა ვითარების დესტაბილიზაცია მოახდინონ, საზოგადოება გაუგებრობაში შეიყვანონ და რაც ძალიან ცუდია, ასევე ყველანაირად ცდილობენ, საქართველოს საერთაშორისო იმიჯი დააზიანონ“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისი თქმით, „ქართული ოცნებისხელისუფლება ატარებს და კვლავაც გაატარებს პასუხისმგებლიან, პრაგმატულ პოლიტიკას, დაიცავს როგორც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, უსაფრთხოებასა და მშვიდობას, ასევე, რაც შეუძლია, ყველაფერს გააკეთებს უკრაინის მხარდასაჭერად.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რას უპასუხებს ბოლო პერიოდში სხვადასხვა ჯგუფების და მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, რაც უკრაინაში ომის კონტექსტს დაუკავშირდა, უნდა იდგეს თუ არა მუდმივად დღის წესრიგში საქართველოს დეოკუპაციის მოთხოვნა და ხედავს თუ არა ხელისუფლება ამ საკითხის გააქტიურების პერსპექტივას თუნდაც, სამშვიდობო ფორმატებში, არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომქართული ოცნებადეოკუპაციის მიმართულებით წლების განმავლობაში თანმიმდევრულ პოლიტიკას ახორციელებს.

ეს არის ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცება, რეფორმები თავდაცვის სფეროში, დემოკრატიის სფეროში, ეკონომიკური განვითარება და მუდმივი მუშაობა იმისთვის, რომ საქართველოს საკითხი და ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი ყოველთვის დარჩენილიყო დღის წესრიგში საერთაშორისო საზოგადოებისთვის, იმ საერთაშორისო ფორმატებში, რომლებშიც საქართველო მონაწილეობს. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ამაზე რომ მიხეილ სააკაშვილი გვესაუბრება, ეს თავისთავად ღიმილის მომგვრელი იქნებოდა, რომ არა დღევანდელი ვითარება. დღეს გაღიმებისთვის ნამდვილად არავის სცალია და არც ბევრი დროა იმისთვის, რომ სააკაშვილის კომენტარების კომენტარები ვაკეთოთ“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ხელისუფლებისა და ხალხის სახელით, უკრაინის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა