კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ირაკლი ღარიბაშვილი - ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებისთვის ბევრი ვიმუშავეთ

ნახვები: 370 ირაკლი ღარიბაშვილი - ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებისთვის ბევრი ვიმუშავეთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების ხუთ წლისთავთან დაკავშირებით მადლობა გადაუხადა ყველას, ვისაც წვლილი აქვს შეტანილი ამ შედეგის მიღწევაში.

ღარიბაშვილის თქმით, ეს პროცესი 2013 წელს დაიწყო და მთავრობამ ამ შედეგის მისაღწევად ბევრი იმუშავა.

„დღეს არის ხუთი წლისთავი მას შემდეგ, რაც ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი ამოქმედდა. ამიტომ ყველას ვულოცავ ამ მნიშვნელოვან თარიღს. მოგეხსენებათ, ამისთვის ძალიან ბევრი ვიმუშავეთ ჩვენ, მთელმა მთავრობამ და მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო, ვისაც წვლილი აქვს შეტანილი ამ შედეგის მიღწევაში. ასევე, მინდა, შევახსენო მოსახლეობას, რომ ეს პროცესი დავიწყეთ 2013 წელს, როდესაც ჩვენ გადმოგვეცა უვიზო რეჟიმის სამოქმედო გეგმა. მაშინ ძალიან ინტენსიური მუშაობა გასწია მთავრობამ. 2015 წლის დეკემბერში დავასრულეთ და მივიღეთ. ევროკავშირმა დამაკმაყოფილებლად ჩათვალა აღნიშნული სამუშაოები და ამის შემდეგ ძალიან მალე, დაახლოებით ერთ წელიწადში გაიხსნა, ევროკავშირის სავიზო რეჟიმი მოიხსნა და ჩვენი მოქალაქეები უვიზოდ სარგებლობენ ევროკავშირის ქვეყნებში. ასევე, მინდა, მოსახლეობას, ჩვენს მოქალაქეებს შევახსენოთ, რომ საქართველოს ნახევარ მილიონზე მეტმა მოქალაქემ მილიონ-ნახევარზე მეტი ვიზიტი განახორციელა ამ 5 წლის განმავლობაში, რაც ასევე არის კონკრეტული, ხელშესახები შედეგი, რაც მივიღეთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმების შემდეგ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა