კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

პრემიერი - ჩვენს ქვეყანაში არის გამოწვევა ინფლაცია, ფასების ზრდა, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში

ნახვები: 324 პრემიერი - ჩვენს ქვეყანაში არის გამოწვევა ინფლაცია, ფასების ზრდა, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში

ვენს ქვეყანაში არის გამოწვევა ინფლაცია, ფასების ზრდა, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში და ბუნებრივია, საქართველო ვერ იქნება გამონაკლისი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, მთავრობა დაინტერესებულია, რომ მოქალაქეებს გაზრდილი ფასები შეუმსუბუქოს.

„მინდა, შევეხო ზოგადად ფასებს, ინფლაციას და საკითხს, რომელიც უკავშირდება საწვავის ფასებს. გუშინ ჩვენ ვნახეთ, რომ გარკვეული საპროტესტო აქცია იქნა ორგანიზებული, რომლის უკან იდგა, პირდაპირ უნდა ითქვას, „ნაციონალური მოძრაობა“. მესმის, რომ ჩვენს მოქალაქეებს ძალიან აწუხებთ ფასები და, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი ვართ დაინტერესებული, რომ რაც შეიძლება შევუმსუბუქოთ ჩვენს მოქალაქეებს გაზრდილი ფასები და ის წნეხი, რომელიც მომდინარეობს ამ კრიზისებიდან. მაგრამ მინდა, ჩვენ მოქალაქეებს შემდეგი ინფორმაცია მივაწოდო. ზოგადად, ინფლაციას როდესაც ვახსენებთ, მინდა, მოსახლეობას გავახსენო, რომ კოვიდპანდემიით გამოწვეული კრიზისი ფონზე, ინფლაციის მაჩვენებლებმა არაერთ ქვეყანაში არამხოლოდ პროგნოზირებულს გადააჭარბა, არამედ ბოლო წლების და ათწლეულების რეკორდულ დონეს მიაღწია. მაგალითად აშშ-ში 40 წლის რეკორდული მაქსიმუმი დაფიქსირდა, გერმანიაში ინფლაცია არის ბოლო 29 წლის მაქსიმუმზე. იგივე ეხება მთლიანად ევროზონას, სადაც ინფლაციის რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება. თურქეთში ინფლაცია ბოლო 19 წლის შემდეგ ასევე მაღალია.

ჩვენს ქვეყანაში არის გამოწვევა ინფლაცია, ფასების ზრდა, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ყველგან და ბუნებრივია, საქართველო ვერ იქნება გამონაკლისი, ძალიან მარტივად რომ ავხსნათ, რადგან ვართ პატარა ქვეყანა, პატარა ეკონომიკით და მიერთებული ვართ მსოფლიო ბაზარს. რაც ხდება ამერიკაში, ევროპაში, რა თქმა უნდა, ჩვენზეც აისახება. პანდემიას, რომელმაც თავდაყირა დააყენა მთელი მსოფლიო, ახლა დაემატა ეს ტრაგედია, ომი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა ასეთი მასშტაბის ომი ევროპაში. ამას ბუნებრივია ექნება გავლენა ყველაზე და ყველაფერზე. ფასებზე, ეკონომიკაზე, ინფლაციაზეც, ამიტომ ამას სჭირდება კარგად გააზრება და კარგად ახსნა ჩვენი მოქალაქეებისთვის“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა