კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ძალის გამოყენება, თუ ძალის გამოყენების მუქარა დღეს საქართველოს ინტერესებში არ არის-დავით უსუფაშვილი

ნახვები: 376 ძალის გამოყენება, თუ ძალის გამოყენების მუქარა დღეს საქართველოს ინტერესებში არ არის-დავით უსუფაშვილი

საქართველოს მხრიდან ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად რაიმე ფორმით ძალის გამოყენებისკენ ნაბიჯების გადადგმა თუ ძალის გამოყენების მუქარა, დღეს საქართველოს ინტერესებში არ არის, - ამის შესახებ „ლელოს" წევრმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

დავით უსუფაშვილი უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც უსუფაშვილი ამბობს, უკრაინის დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, დანილოვის განცხადება უკრაინელი მაღალჩინოსნისა და უკრაინაზე მოფიქრალი ადამიანის მხრიდან გაკეთებული განცხადებაა.

„ჩვენ საქართველოს სახელმწიფო ინტერესებზე უნდა ვიფიქროთ, რათა მსოფლიო ტენდენციას არ ავცდეთ. დღეს საქართველოს მხრიდან ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად რაიმე ფორმით ძალის გამოყენებისკენ ნაბიჯების გადადგმა თუ ძალის გამოყენების მუქარა, საქართველოს ინტერესებში არ არის. ეს კარგს არ მოუტანს არც საქართველოს და არც უკრაინას. ამიტომ, ასეთ შემთხვევებში, ჩვენ მშვიდად უნდა ვიყოთ. მესმის ადამიანის, რომელიც ყველა საშუალებით ცდილობს, მტერი შეაკავოს, რომელიც მის ქვეყანას ყოველდღე ბომბავს, მაგრამ ამასობაში, ის ხალხი ჩვენს პოზიციას გაგებით მოეკიდება, თუ ჩვენ სხვა შემთხვევებში და სხვა პლატფორმებზე ნათლად გვექნება მყარი პოზიცია, თუ ვინ არის აგრესორი და ვინ არის მსხვერპლი. ჩვენს შიდა საქმეებში გარე სამყაროდან მომავალ რჩევებს უნდა მოვუსმინოთ, მაგრამ ჩვენი ინტერესებით ვიმოქმედოთ", - განაცხადა უსუფაშვილმა.

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის განცხადებით, „დნესტრისპირეთი და საქართველო საკუთარი ტერიტორიების დაბრუნებით რომ იყვნენ დაკავებული, ეს უკრაინას ძალიან დაეხმარებოდა".

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა