კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

საქართველოს ე.წ. ხელისუფლებამ სრული ფსონი დადო რუსეთის გამარჯვებაზე-სააკაშვილი

ნახვები: 340 საქართველოს ე.წ. ხელისუფლებამ სრული ფსონი დადო რუსეთის გამარჯვებაზე-სააკაშვილი

საქართველოს მმართავს არა მთავრობა, "არამედ მოღალატეების ჯგრო" - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა განაცხადა. მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო დარბაზში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ "საქართველოს ე.წ. ხელისუფლებამ სრული ფსონი რუსეთის გამარჯვებაზე დადო".

"ბორინკას ვერ წარმოუდგენია, რომ რუსეთმა შეიძლება დამარცხება იწვნიოს. ჩაგივარდათ კოვზი ნაცარში?! უკრაინა იმარჯვებს დიდი უპირატესობით"- მიმართა მან ხელისუფლების წარმომადგენლებს.

მისივე განცხადებით, ის რასაც ზელენსკის ომის დაწყებამდე უკეთებდნენ, საქართველომ 2007 წელს გამოიარა:

ის, რაც უკრაინაში ხდება ერთი-ერთზეა იმისა, თუ რაც ხდებოდა 2007 წლის ნოემბერში საქართველოში. რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე, პრეზიდენტ ზელენსკის ადგილობრივი ოლიგარქები გამოსვლებს უწყობდნენ, აჯანყებას, პოლიციას იწვევდნენ შეტაკებებზე. ეს არის კარგად დოკუმენტირებული ფაქტი. კანონიერ ქურდებს, ზუსტად ისე როგორც საქართველოში იყენებდნენ 7 ნოემბრის წინ აქაც, უკრაინაში იყენებენ. აიღეთ რა ხდება იქ და რა ხდება აქ. ეს სასამართლო საქმე სუფთა რუსული ისტორიაა, სუფთა რუსული ჰიბრიდული ოპერაციის გაგრძელებაა. მე აქ ვარ პუტინის პირადი ტყვე, რომელსაც პუტინი უგრძელებს და უსრულებს იმას, რაც ზელენსკიმ ვერ შეუსრულა"- თქვა სააკაშვილმა.

მისივე განცხადებით, უკრაინა იმარჯვებს, ივანისვილის ხელისუფლებას კი "კოვზი ნაცარში ცაყვარდა"

უკრაინა იმარჯვებს დიდი უპირატესობით. უკრაინა რუსებს თავის ტერიტორიიდან გამოყრის. მათ შორის ჩვენი 2000 მებრძოლის მონაწილეობით, რომლებიც იცავენ, მათ შორის საქართველოს ინტერესებს. საქართველოს მთავრობას მათზეც აქვთ აღძრული საქმეები, მათ შორის ჩემ საქმეებთან დაკავშირებით. იმ ჩვენ გმირებს, ვინც იცავენ უკრაინაში, ამ სასამართლო დარბაზში ელოდებიან, რათა თქვენ გაასამართლოთ. ეს არის კიდევ ერთი სამარცხვინო დადასტურება, რომ საქართველოს მართავს არა მთავრობა, არამედ მოღალატეების ჯგრო! "- განაცხადა სააკაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა